პრემიერი: შეიძლება ვერ აბრუნებენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან - ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან
„რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონების მცდელობა რეალურად, წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს აღწევენ - ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის, სიძულვილი სჭარბობს საზოგადოებაში, ეს მათთვის უკვე შედეგია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა, თუმცა რომ არა რევოლუციების მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში, ქვეყანას გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა.
„ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებლები - 9,7%-ია საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რითაც პირველ ადგილზე ვართ ევროპაში, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში არ გვქონდა ხუთიდან არც ერთი რევოლუციის მცდელობა, ქვეყანაში იყო სიმშვიდე, არავითარი არეულობის მცდელობა და ა.შ. 9,7% იქნებოდა სავარაუდოდ 12,7%. თავის მიზანს რაღაც დონეზე მაინც აღწევენ და ამითაც კმაყოფილი არიან, რომ რუსთაველზე რომ გამოდის 150 კაცი, შეიძლება, მაგალითად 0,1%-ით აფერხებს ეს ეკონომიკურ ზრდას და ეს უკვე შედეგია მათთვის, ბედნიერები არიან მათი პატრონები. შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე, საუბრობენ ტელევიზიიდან და სიძულვილს ავრცელებენ, ეს არის სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ უნდა შეგვეცოდოს ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მძიმე პროცესში არიან შესული და მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763750928
საზოგადოებაპრემიერი ოპოზიციაზე: მინდა გავიხსენო, რა იკადრეს ფეხბურთელებთან მიმართებით, ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის მათი დავალება
„მინდა გავიხსენო ის, რაც იკადრეს ფეხბურთელებთან მიმართებით, აქაც ის კი არ არის, ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის მათი დავალება“, - განაცხადა...
1763748813
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ასეთი რამ, რომ უპირისპირდება ძირეულ ფასეულობებს, მათი ძირითადი ხაზები არაფრით განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან
„ძალიან მძიმე ფორმით უპირისპირდებიან ჩვენს ძირეულ, ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს, სამშობლო, ეკლესია, სიძულვილის თესვა, ეს არის მთავარი ხაზები, როგორ შეიძლება, ამის მიმართ იყო ლოიალური, ამიტომ ჩვენ პრინც...
1763747766
საზოგადოებაპრემიერი: სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, იგივე მოთხოვნა ჰქონდა ხაზარაძის კომპანიასაც
„სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ი...
1763746453
საზოგადოებაპრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა, 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი და ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი
„ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა, 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი და ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რამაც შეიძლება,...
1763744154
მსოფლიოტრამპი: უკრაინა მოკლე დროში კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს
Fox Radio-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა. „უკრაინა მოკლე დროში კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს“, - აღნიშნა დონალდ...


























