პრემიერი: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა

ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ ხალხს და პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.

დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790418505

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა

თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებ...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1790416506

საზოგადოება

ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს. ხელოვნებათმცოდნე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა...

ინგა გუდაძე

1790413960

ახალი ამბები

მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა - შემთხვევა სამტრედიაში მოხდა

სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების ტერიტორიაზე მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა. როგორც ცნობილია, დაღუპული ოჯახის წევრებთან ერთად ლიანდაგის მიმდებარედ მუშაობდა. 21 წლის ახალ...

მატარებელი

1790413203

საზოგადოება

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელშ...

რადიკალური ოპოზიცი

1790412478

მსოფლიო

პუტინი: უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმები უნდ...

პუტინი პუტინი