ლევან მაჭავარიანი: საბოლოო ჯამში ბურჭულაძეც გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს

ბატონი ბურჭულაძეც საბოლოო ჯამში გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ პარტიებმა ერთმანეთში რაც არ უნდა ილაპარაკონ, არაფრის რესურსი აქვთ – არც რევოლუციის, არც არჩევნებში გამარჯვების, ბოლომდე გამარგინალებული არიან.

„გარე პატრონებმა „ნაცებს“ დაწერილი გეგმა მისცეს და ეს უნდა განეხორციელებინა დანარჩენ აგენტურას, ხოლო დანარჩენ აგენტურას შედარებით კონსტრუქციული როლი მოარგეს, რათა მოქალაქეების თვალში გაგრძელდეს ის პროცესი, რაც დაიწყეს 2025 წლის არჩევნებზე, რომ „ლელო“ და „გახარიას“ პარტია ჩვენი საზოგადოების თვალში უფრო გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პარტიებმა ერთმანეთში რაც არ უნდა ილაპარაკონ, არაფრის რესურსი აქვთ – არც რევოლუციის, არც არჩევნებში გამარჯვების, ბოლომდე გამარგინალებული არიან. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ დაავიწყდება, რომ მათ წინ ელოდებათ სასამართლო პროცესი, რომელიც საჯარო იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელზე მაქვს საუბარი, ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება, სჯობს, მოვლენების განვითარებას დაელოდონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „იმ ოპოპოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790425015

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას

ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღ...

შალვა პაპუაშვილი

1790422117

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამარცხვინოცაა, რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა

ძალიან კარგია, რომ „ნაცები ერთმნეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში აღარ შეიყვანეს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პი...

ლევან მაჭავარიანი

1790421512

საზოგადოება

კახა კალაძე: მადლობა იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა - დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია

„მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველო არ ივიწ...

კახა კალაძე

1790418505

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა

თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებ...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1790416506

საზოგადოება

ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს. ხელოვნებათმცოდნე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა...

ინგა გუდაძე