ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ყველასთან შეგვიძლია დისკუსია, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეგვიძლია, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, სწორი მიმართულება მივცეთ
ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას ახალგაზრდა თაობაზე. უმნიშვნელოვანესია მათი კარგად ყოფნა, მათი კეთილდღეობა, მათი სწორად განათლება და მათი პირობების გაუმჯობესება იმ კუთხით, რა მიმართულებასაც ისინი აირჩევენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაც ის არის, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდა თაობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროში ინტეგრაციისთვის.
„ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ყველასთან შეგვიძლია დისკუსია. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეგვიძლია, რომ ხელი შევუწყოთ, სწორი მიმართულება მივცეთ, ვისაუბროთ. ჭეშმარიტება იბადება საუბარში. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ახალგაზრდა „ქართული ოცნების“ ორგანიზაციიდან გახდება წარმატებული თავის სფეროში და მიაღწევს უდიდეს წარმატებას, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
1766754703
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1766754534
საზოგადოებაპროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის 8 წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ, მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა...
1766752755
საზოგადოებაპრემიერი: ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად
ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცე...
1766751397
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის
თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტუ...
1766748968
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ
ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ, - განაცხადა საპარლამენტო...



























