პრემიერი: გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი

„გასული წლების განმავლობაში, ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა - ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ავტორიტარული რეჟიმის ბერკეტების გამოყენებით ხელყო. გარდა ამისა, ამ მცდელობების უკან დგანან იგივე უცხოური ძალები, რომლებმაც ავტორიტარული რეჟიმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, თავის დროზე, მწვანე შუქი აუნთეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა.

„დღეს, ხშირად ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსჯად საქმეებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის უხეშ მცდელობად უნდა შეფასდეს.

მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. მადლობა მინდა, გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვულოცავ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს სამსახურში, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეში“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793864668

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კო...

ირაკლი კობახიძე

1793864319

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს ლუის ტურესს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფრანგული კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს (CEO) ლუის ტურესს და კომპანია Abbe Timeo-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე...

დავით სონღულაშვილი

1793863168

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულ...

საგამოძიებო სამსახური

1793862838

მსოფლიო

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება ერთ წელიწადში 80%-ით გაიზარდა

გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება საკმაოდ მაღალია და ის ზრდას განაგრძობს. ავტოტრანსპორტის ფედერალური უწყების ცნობით, 254 500 ახალი მსუბუქი ავტომობილიდან, რომლებიც 2026 წლის ოქტომბერში იყო დარეგ...

 ელექტრომობილებზე მოთხოვნილება

1793862727

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაც...

 დიდი ოდენობით ნარკოტიკი