შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს
„გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილეს. სულ რაღაც სამი ათეული წელი გვაშორებს იმ დროს, როდესაც სამოქალაქო დაპირისპირებით, ომებითა და განადგურებული ეკონომიკით ძალაგამოცლილმა სახელმწიფომ ფეხზე დადგომა დაიწყო და პირველი ნაბიჯები გადადგა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 30 წლის შემდეგ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის ინსტიტუციური სისტემის განუყოფელი ნაწილია.
„ერთ-ერთი ასეთი ფუძემდებლური ნაბიჯი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნა – ინსტიტუციის, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დამცველი, მისი განმმარტებელი და საბოლოო ვერდიქტის დამდგენია. კონსტიტუციის მთავარი მნიშვნელობა ისაა, რომ სახელმწიფო საკუთარ ძალაუფლებას საზღვრებს უწესებს – განსაზღვრავს, როგორ ნაწილდება ხელისუფლება, სად მთავრდება თითოეული ინსტიტუტის უფლებამოსილება და რა არის ადამიანის თავისუფლების ის სივრცე, რომელშიც სახელმწიფო ვერ შეიჭრება. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალა მის ფორმალურ სტატუსთან ერთად, მის ფუნქციაშია – უზრუნველყოს წონასწორობა სახელმწიფოს ეფექტიან მოქმედებასა და კონსტიტუციით დადგენილ შეზღუდვებს შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა და განმტკიცება შედარებით მოკლე ისტორიულ პერიოდში მოუწიათ. ასეთ ვითარებაში კონსტიტუციური წესრიგი მხოლოდ დაწერილი ნორმებით ვერ დამკვიდრდება. მას სჭირდება ინსტიტუტები, რომლებიც ამ ნორმებს შინაარსს შესძენენ და პოლიტიკური კულტურა, რომელიც მათ ყველასთვის სავალდებულო წესად აღიარებს.
კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ემორჩილება მის მიერვე დადგენილ ფუძემდებლურ წესებს; ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მოიპოვება, ხორციელდება და იცვლება კანონით დადგენილი გზით; და, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მიმდევრები საზოგადოებრივი მხარდაჭერისთვის კანონიერ და დემოკრატიულ სივრცეში იბრძვიან. ამ წესრიგის დარღვევა მხოლოდ ინსტიტუტებს შორის უთანხმოება არ არის, ის საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უწყვეტობას, მოქალაქეთა უფლებებს, საზოგადოებრივ მშვიდობას და ნდობას, რომელზეც დემოკრატია დგას.
30 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ აღმოჩნდა ისეთი საკითხების წინაშე, სადაც სამართალი, პოლიტიკა და სახელმწიფოებრივი ინტერესები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. ასეთ დროს სასამართლოს განსაკუთრებული ამოცანაა, რომ დავის სიმძიმე არ გადაიტანოს პოლიტიკურ განზომილებაში და საბოლოო საზომად მხოლოდ კონსტიტუცია დატოვოს. ამაშია კონსტიტუციური მართლმსაჯულების სირთულეც და მნიშვნელობაც – როცა პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება, კონსტიტუცია ყველასთვის ერთნაირი საზომი უნდა იყოს. 30 წლის შემდეგ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის ინსტიტუციური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში შეიცვალა პოლიტიკური გარემო, კანონმდებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი მოთხოვნები, მაგრამ უცვლელი დარჩა მთავარი ამოცანა – კონსტიტუციის დაცვა არა უბრალოდ როგორც ტექსტის, არამედ როგორც მოქმედი ნორმის, წესისა და საღი აზრის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს.
„ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მომავალშიც, ვინაიდან კონსტიტუციის ავტორიტეტი საბოლოოდ იმაზე დგას, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს საკუთარ ძალაუფლებაზე უარის თქმა იქ, სადაც კონსტიტუცია ამას მოითხოვს. და სწორედ ამიტომ არის ძლიერი საკონსტიტუციო სასამართლო ძლიერი სახელმწიფოს ნაწილი. სწორედ ამ სასამართლომ უნდა დაადგინოს ეს ზღვრები, რომელსაც ვერც სახელმწიფო გადალახავს, ვერც რომელიმე პოლიტიკური პარტია და ვერც რომელიმე სუბიექტი, რომლებიც ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე არაერთხელ ცდილობდნენ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის შერყევას.
გილოცავთ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. მადლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს და თანამშრომელს, ვინც ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. გისურვებთ პროფესიულ სიმტკიცეს და წარმატებას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის სამსახურში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1793862727
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაც...
1793862415
ახალი ამბებიბრალდებულმა თბილისში რამდენიმე სასტუმრო გაქურდა, ასევე, ორჯერ სცადა სასტუმროებში მოქალაქეების კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმე...
1793860273
ახალი ამბებიგარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი - „დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა აჩიკო ბერიძემ გაავრცელა: „არც კი ვიცი, რა დავწერო…სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღ...
1793858877
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს. „არა, ვფიქრობ, ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვის ს...
1793856992
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავა...































