შალვა პაპუაშვილი: ბრალი წარდგენილია გახარიას მიმართ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას და მგონი ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს

სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილება, რომელიც დიდმა პალატამ დაადასტურა, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლენილი გარემოებების შედეგად წარედგინა გახარიას ბრალი და შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ამ კომენტარით მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ვერდიქტს.

პაპუაშვილის თქმით, გაუგებარია, რა გაუხარდათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ამ გადაწყვეტილებაში.

„დღეს ის [გახარია] თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას, ასე რომ ახლა კითხვები მიემართება ევროკავშირს და გერმანიას ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია, საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, მიდის გამოძიება და არის კონკრეტულად ბრალი წარდგენილი ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ასე რომ, მე მგონი ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას. არ ვიცი გახარიას პარტიას ამ გადაწყვეტილებაში რა გაუხარდა. ძალით კარგი პოზის შენარჩუნება სურთ, მათ შორის, ციტატები მოჰყავდათ თითქოს უმაღლესი თანამდებობის პირებს არ გაუციათ ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, გახარიას არ გაუცია ბრძანება, ეს წერიაო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართული გამოძიების ფაქტები კონსტატირებული. გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო, რომ ის არაფერ შუაში არ იყო, სწორედ ეს დარღვევა დაადგინა სტრასბურგმა, რომ სათანადოდ არ იყო გამოძიებული და დაავალა საქართველოს გამოძიება. სწორედ ამ გამოძიებამ დაადგინა, რომ მანამდე დადგენილი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასე რომ ის, მაგალითად რაც მოჰყავთ, თითქოს გახარია ამ საქმეში უბრალოა, პირიქით, ეს არის დასტური, რომ მისი მონაწილეობით წარმოებული გამოძიების შედეგად ხელი იყო დაფარებული გარკვეულ გარემოებებზე და ამის გამო დადგინდა დარღვევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765522826

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ირმისჭალის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ირმისჭალის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2000 წე...

სასაზღვრო პოლიცია

1765521199

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - 2...

ფსიქოტროპული

1765520516

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყო...

შემთხვევები

1765518690

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისეთი ტიპის ომები, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. „მსურს, რომ ეს დასრულდეს. ჩვენ ამაზე ძალიან გულმოდგინე...

დონალდ ტრამპი

1765517601

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია შესრულდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და პასუხისგება დაეკისროს ამ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს, გიორგი გახარიას

საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ვერდიქტს ეხმაურება. მისი თქმით არაპროპორციული ძალის გ...

დავით მათიკაშვილი