პაპუაშვილი: ენჯეო სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით
„ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა ილონ მასკის განცხადებას, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება და ამ განცხადებამ უნდა მისცეს კიდევ ერთი ბიძგი ამ საკითხის განხილვას და წერტილი უნდა დაუსვას იმ დამოკიდებულებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. აშშ-ის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროპა დღეს იქცა უმცირესობების მთავრობად, ევროპის ქვეყნებში უმცირესობების მთავრობები არიან. წლების განმავლობაში ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ ენჯეოები არიან სინამდვილეში საზოგადოება და ხალხი. ჩვენ თვალწინ ცდილობდნენ საზოგადოების ენჯეოებით ჩანაცვლებას, რომლებიც არავის მიერ არიან არჩეული და არავის წარმოადგენენ. 20-კაციანი „ისფედი“, 50-კაციანი „საია“ თუ, 30-კაციანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საკუთარი თავისა და დონორის გარდა არავის წარმოადგენს ამ ქვეყანაში. ეს ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით. ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როცა ამბობს, რომ ენჯეოები მართავენ ევროპას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ხმა ამერიკიდან გაისმა. უნდა ითქვას, რომ ის ოპერაცია, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, საბოლოოდ იქნა მხილებული. ვის წარმოადგენს „ისფედი“, „გამჭვირვალობა“ და ა.შ.? ესტონეთში რომ არიან დარეგისტრირებული და ესტონეთიდან ალაგებენ სქემებს შავი ფულის შემოტანის, ეს ყველაფერია ამის მხილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1765524728
საზოგადოებათამარ ტალიაშვილმა სენატორ მარკვეინ მალინთან შეხვედრა გამართა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა სენატორ მარკვეინ მალინთან ოკლაჰომას შტატიდან, რომელიც აშშ-ის სენატის აპროპრიაციების, შეიარაღებული ძალების, ჯანდ...
1765522826
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ირმისჭალის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ირმისჭალის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2000 წე...
1765521199
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - 2...
1765520516
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყო...
1765518690
მსოფლიოტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისეთი ტიპის ომები, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. „მსურს, რომ ეს დასრულდეს. ჩვენ ამაზე ძალიან გულმოდგინე...



























