პრემიერი: ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნაბიჯები, რაც გადაიდგა, კონკრეტული პროცესების შეჩერებასთან დაკავშირებით, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას.
„ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე. შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის. ნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს ნაბიჯები, რაც გადაიდგა, ანუ, კონკრეტული მიმართულებებით პროცესების შეჩერება, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ყველაფერი მოემსახურება ჩვენი მიზნის მიღწევას - თვითკმარობის უზრუნველყოფას. მთლიანად პრაქტიკა იყო პრობლემური. ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიქნებით გადართული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ძალიან მალე ნახავთ სიახლეებს ამ მიმართულებით. ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფოს ჩართულობასაც, თუმცა, რა თქმა უნდა, კერძო ჩართულობაც განიხილება. შეიძლება იყოს შერეული პროექტები“, - განაცხადა პრემიერმა.
1761051800
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე
დასრულებულია მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში მნიშ...
1761051784
ახალი ამბებივეტერინარული მანიპულაციები 4249 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 4249...
1761050627
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „იგლ ჰილს საქართველოს” ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემო...
1761050331
ახალი ამბებიქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა
ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
1761049290
საზოგადოებაგიორგი მამაცაშვილი ISFED-ის კვლევაზე: იმდენად კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სასაცილო რომ არ იყოს, სატირალი იქნებოდა. როცა უნდოდათ, დახურავდნენ ტელევიზიებს და გამომცემლობა „სამშობლოდან“ წიხლისკვრით ყრიდნენ მედიასაშუალებებს
მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი ორგანიზაცია ISFED-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, იმდენად კლინიკური შემთხვევაა,...