პრეზიდენტი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე: თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე საკუთარი, ღირსეული პოზიციის გასამყარებლად და ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, ხელოვნება და ამ ტიპის ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრო, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელოვნება და ამ ტიპის ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე საკუთარი, ღირსეული პოზიციის გასამყარებლად და ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო და მადლობა გადავუხადო ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ ქართველ ხელოვანს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, UNESCO-ს მშვიდობის არტისტს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომლის უდიდესი ძალისხმევითაც ჩაეყარა საფუძველი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს 12 წლის წინ.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ UNESCO-სთან, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების ორგანიზაციასთან ერთად, ეს შესანიშნავი ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე საკუთარი, ღირსეული პოზიციის გასამყარებლად და ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, ხელოვნება და ამ ტიპის ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
მინდა აღვნიშნო, რომ შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის, კერძოდ, ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ფესტივალი საქართველოსათვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მოვლენად იქცა.
„სასიხარულოა, რომ დროთა განმავლობაში, აღნიშნული ფესტივალი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მოვლენად იქცა, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა ტალანტის აღმოჩენასა და მათთვის გზის გაკვალვას შეუწყო ხელი. ამავდროულად, უამრავ ადამიანს გააცნო ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავიანთი ქვეყნების ეროვნულ იდენტობასა და კულტურას, რაც ხელს უწყობს ერებს შორის ახალი კავშირების გაბმას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ამ ომების პერიოდში, რომ ჩვენ შეგვიძლია კულტურით ვესაუბროთ ერთმანეთს.
აქედან გამომდინარე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ფესტივალის ორგანიზებაში და, რასაკვირველია, მივესალმები და წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალის მონაწილეებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც და, რა თქმა უნდა, დამსწრე საზოგადოებაც უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
1777746402
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა
ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც...
1777744132
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები
პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტი...
1777744085
საზოგადოებაპრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია
მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რო...
1777744021
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...
1777742743
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი
ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...


























