ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, „საქპატენტს“ 4 ახალი სერვისი დაემატება. ახალი სერვისები, რომელიც 2027 წლიდან ამოქმედდება, საძიებო მომსახურებას უკავშირდება, შედეგად, პირს შესაძლებლობა მიეცემა განაცხადის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი პატენტი მოითხოვოს.

კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს, რაც პატენტის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების შემცირებას და პროცესების გამჭვირვალობას უკავშირდება.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო.

ცვლილების თანახმად, საერთო სპეციალიზებულ პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება იმ პირებსაც მიეცემათ, ვისაც უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მშენებლობის და ჯანდაცვის მიმართულებით აქვს მიღებული.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, ცვლილებათა პროექტი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და სრულად პასუხობს თანამედროვე პრაქტიკას.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა სხდომაზე ასევე ისაუბრა - „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე.

მისი განმარტებით, ცვლილებები სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საკითხების დაზუსტებას და გამარტივებას ითვალისწინებს.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790081724

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნ...

პროკურატურა

1790080569

ახალი ამბები

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის მზადებას. პროცესის მიმდინარეობის გასაცნობად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრ...

ცესკოს ხელმძღვანელი პირები

1790080140

ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებ...

პარლამენტის კომიტეტი

1790078959

ახალი ამბები

რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს

ოფიციალურად: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს! 25 წლის მოთამაშესა და ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს შორის 2-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა...

რატი ანდრონიკაშვილი

1790076925

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ბრიუსელში ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება

„ბრიუსელში ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილ...

ლევან მახაშვილი