პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე: არაფერი გამორიცხული არ არის დღევანდელი ბრიუსელის ხელში. როდესაც ღირებულებებს ასცდები და პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი იქნები ხალხების მიმართ, იქ ყველაფერი მოსალოდნელია
როგორც შუბლის ძარღვის გაწყვეტა არის ადამიანში, ასე არის სახელმწიფოში და ორგანიზაციაში, როდესაც ერთხელ საერთაშორისო სამართალს დაარღვევ, შემდეგ ადვილად მიდის ყველაფერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
წამყვანმა ჰკითხა, იმ ფონზე როდესაც გამარტივდა უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესები, თუ ელოდება წლის ბოლოს გადაწყვეტილებას თუნდაც გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით, რაზეც მიდის ბოლო დროს საუბარი.
„არაფერი გამორიცხული არ არის დღევანდელი ბრიუსელის ხელში. როდესაც ღირებულებებს ასცდები და პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი იქნები ხალხების მიმართ, იქ ყველაფერი მოსალოდნელია. საბჭოთა მოსკოვი ხომ ამიტომაც იყო მათ შორის საშიში, რომ იყო პოლიტიკური ინტერესი, რომელსაც გაატარებდა?! ასე რომ, რას გააკეთებს დღეს საკავშირო ხელისუფლება, წინასწარ პროგნოზირება რთულია. ადვილია დემოკრატიის პროგნოზირებ, როდესაც კანონის უზენაესობას ივიწყებს ბრიუსელი. მან ერთი დანაშაული უკვე ჩაიდინა ამ მხრივ, როდესაც დიპლომატიური პასპორტებისთვის გააუქმა უვიზო მიმოსვლა. ამით მათ საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვიეს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წელს იყო დადებული. დღესაც რომ ჰკითხოთ ევროკავშირის ელჩს, იმ ხელშეკრულების რომელ პუნქტზე დაყრდნობით გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ არსებობს. ეს არის თვითნებობა. როგორც შუბლის ძარღვის გაწყვეტა არის ადამიანში, ასე არის სახელმწიფოში და ორგანიზაციაში, როდესაც ერთხელ საერთაშორისო სამართალს დაარღვევ, შემდეგ ადვილად მიდის ყველაფერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1763664796
მსოფლიოჯეი დი ვენსი - უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ
უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ, ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდე...
1763659940
მსოფლიოუკრაინის პრეზიდენტის ოფისში ადასტურებენ, რომ აშშ-ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს
უკრაინაში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ...
1763658133
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა
„როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...
1763656609
საზოგადოებადავით კაჭარავა ფეხბურთელების ბულინგზე: ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, რომლებიც მოხარულები იქნებიან თუ ნებისმიერი სპორტის სახეობა იქნება წარუმატებელი საქართველოში
ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარე ბულინგთან დაკავშირებით. კერ...
1763655069
სპორტიგვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირი...



























