ჭეიშვილი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც გვესმის იდეა ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან სწორედ ისინი იდგნენ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ტრადიციებზე
რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.
მისი თქმით, კონსტიტუციით არის დაცული მოქალაქეთა უფლება, რომ მათ შექმნან გაერთიანება.
„საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული მოქალაქეთა უფლება, რომ მათ შექმნან გაერთიანება, რომელიც რა საკვირველია უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედი. შესაბამისად, ეს აყალმაყალი, რომელიც რადიკალებმა წამოიწყეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
გიორგი ქართველიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, ახალ მოძრაობას დღეს დაარეგისტრირებს. ორგანიზაციის დაფუძნებაზე განცხადება გუშინ გაკეთდა. გიორგი ქართველიშვილის თქმით, საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.
1785227999
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს „ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამ...
1785227114
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს. სამინისტროს საქმიანობის...
1785226037
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ მილერმა მინისტრს ქართული ღვინის გლობალუ...
1785224579
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელიც ევროკავშირში შესვლას აპირებს, არ მოგვწონს, რომ შესაძლოა, თამაშის წესები შეიცვალოს, დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნები თავის სიტყვას იტყვიან
ევროკავშირი რაღაც საკრალური ადგილია, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება? სრული უფლება მაქვს, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, არ მოვიწონო რეფორმები, რომლებიც თეორიულად, შეიძლება, ევროკავშირმა გაატაროს. არა მხოლოდ...
1785223992
საზოგადოებადევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის. იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დ...



























