პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ინახავდნენ და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რაც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4320 ლარად მიჰყიდეს ერთ პირს. ფულადი თანხა, რომელიც ბრალდებულებმა გაინაწილეს, პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762255610

ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დრო...

საკონსტიტუციო სასამართლომ

1762254217

საზოგადოება

პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს...

პროკურატურა

1762251333

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი, ევროკავშირის გაფართოების წელი, მოვა, ამ დროისთვის სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი - დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ევროკავშირშიც გაიმარჯვებს საღი აზრი

„ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი, ევროკავშირის გაფართოების წელი, მოვა, ამ დროისთვის სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი. ისევე, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, დარწმუ...

ლევან მაჭავარიანი

1762250993

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა გაფართოებული ფორმატით იმართება. საქართველო წელს ასევე, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ

1762250229

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფისა" და სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძ...

სასაზღვრო პოლიცია