პროკურატურამ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ყვარელში 31 ოქტომბერს და 01 ნოემბერს ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 2 ძაღლი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - 2 ეპიზოდი), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762107189

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ALDE-ს რეზოლუციაზე: არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ ადამიანები, ვინც პირდაპირ თავისი ქმედებებით დაპირისპირებული არიან ევროპულ სტანდარტებთან

არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ ადამიანები, ვინც პირდაპირ თავისი ქმედებებით დაპირისპირებული არიან ევროპულ სტანდარტებთან, - განაცხადა გად...

გიორგი ვოლსკი

1762104784

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე: დღეს არის ორი მოცემულობა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ შეიძლება აღქმებით ფონს გასულიყვნენ, მაგრამ საზოგადოება თეთრზე შავს აღარ იჯერებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროპაში ორი მოცემულობაა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. „რა...

ლევან მაჭავარიანი

1762102884

მსოფლიო

ტიერი მარიანი: ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით

ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტიერ...

ტიერი მარიანი

1762100934

მსოფლიო

საქართველო-სომხეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობოდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1762099645

საზოგადოება

მასუდ პეზეშკიანის თქმით, თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო მეტი ძალით აღადგენს

„თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ირანის სახელმწიფო მედიას განუცხადა. პეზეშკიანმა ბირთვული ობიექტების აღდგენის შესახებ ქ...

მასუდ პეზეშკიანის