პროკურორი: სააკაშვილის გარემოცვის კომფორტისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი დაიხარჯა

„მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი დაიხარჯა“, -  ამის შესახებ გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორია.

მუჯირის თქმით, ბრალდება პრეზიდენტის, მისი სამეგობროს და გარემოცვის კომფორტისთვის გახარჯულ თანხებს ეხება და არა ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს.

„დღეს, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს, ჩატარდა სასამართლო სხდომა. მეტი სიცხადისთვის მინდა საზოგადოებას მოვახსენო სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს. ამავე პერიოდში, პრეზიდენტის მიერ, ლეგიტიმურად, მსგავს ღონისძიებებში დახარჯული იყო 20 მილიონი ლარი, თუმცა, წარმოდგენილი 9 მილიონი ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის, თუ სხვა ხარჯებს. მათ შორის, მინდა განმარტება გავაკეთო, იყო გასახდომი, გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, ინსბრუგში 114 000 ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში. ასევე, მონაკოში, ტაილანდში, სინგაპურში, მილანში და სხვადასხვა ელიტარულ კურორტებზე დასვენებისთვის იქნა თანხები გახარჯული. ასევე, მზარეულისთვის, სტილისტისთვის, მათი გარემოცვის საჩუქრებისთვის იქნა გადახდილი ეს 9 მილიონი ლარი. დაცვის მხარე ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს, დააკნინოს ეს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, აქ საუბარია პირადი კომფორტისთვის გახარჯულ 9 მილიონ ლარზე“, - განაცხადა მუჯირმა.

ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ამავე თემაზე:

🔵"სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, სასამართლო გაუქმებულია" - ბექა ბასილაია

🔵"პიჯაკების საქმე"-მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794689833

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1794687013

მსოფლიო

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი