ქართველი ხალხის დახმარება არ გულისხმობს არანაირ თანამდებობას - გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. პიჯაკების საქმე, პოლიტიკურად მოტივირებულია. გიორგი სააკაშვილის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის დახმარება კი, მისი თქმით არ გულისხმობს არანაირ თანამდებობას.

„რა თქმა უნდა, ეს [პიჯაკების საქმე] , რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ეჭვგარეშეა. ვინდაიდანმ დღევანდელი საქმე ეხება ბიუჯეტის გაფლანგვას, პიჯაკების საქმეს რომ ეძახიან. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მიშა არის აბსოლუტურად მართალი. დღეს მიეცემა საშუალება, რომ სიტყვა წარმოთქვას და დარწმუნებული ვარ, რომ არგუმენტირებულად ახსნის, რომ არის აბსოლუტურად არის შეთითხნილი ეს ბრალდებები და იმედი მაქვს, რომ მიშა სააკაშვილს მალე ვიხილავთ გისოსებს გარეთ.

მე კიევში ხშირად ვიმყოფებოდი, მიშას… დევნილობა დავარქვათ, იმიტომ რომ მისი სული და გული ყოველთვის იყო საქართველოში, სექტემბერშიც კიევში გახლდით მე და ხშირად მქონია შეხვედრა, ის ხაზგასმით იძახდა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა საქართველოში, ვინაიდან საქართველო არის მართლა გადასარჩენი, ძალიან რთულ სიტუაციაში, ხალხი დიდ გაჭირვებაშია, ქვეყანა ადგას არასწორ კურსს. [მიხეილ სააკაშვილს] უნდა, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის დახმარება არ გულისხმობს არანაირ თანამდებობას. პირველ რიგში მთავარია, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ერთპიროვნული მმართველობისგან, ჩემი გადმოსახედიდან უნდა იყოს კოალიციური მთავრობა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმა საქალაქო სასამართლოს ეზოში მიმდინარე აქციაზე ფორმულასთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რაც არ უნდა ვიდეოები მიდონ, რაც არ უნდა პირად ცხოვრებაში იქექონ, იქექონ და იყვნენ - ზაზა სარალიძე

🔵ვინც კარგად იცნობთ და აცრებზე ფილოსოფოსობთ, როგორ გძინავთ ღამით ნეტავ? - ზვიად გურული

🔵ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს, არასდროს, არავისკენ მივმართავდი იარაღს - ალეკ ბოლდუინი (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793083660

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყე...

თბილისი ცენტრალი

1793082724

ახალი ამბები

ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობ...

დაკავება, პოლიცია

1793082631

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1793082005

ახალი ამბები

გიორგი გვარაკიძე ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას საქა...

გიორგი გვარაკიძე

1793081867

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ოქტომბერს საქართველოში

27 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...

ამინდი ამინდი