ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის კვლევაზე: 4 წლიან შემოსავლებს ჯამურად რომ გვითვლით და მკითხველზე მანიპულირებთ, თითქოს მილიონები ვიშოვეთ, ეს როგორ არის? წლის შემოსავლები გეცოტავათ?

მედიაჰოლდინგ „კვირას“ ხელმძღვანელი ქეთი ხოსიტაშვილი ორგანიზაცია ISFED-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ქეთი ხოსიტაშვილი აღნიშნავს, „ეს ე.წ სტატია/კვლევა სატირული ჟანრის კლასიკაა“.
„ეს ე.წ სტატია/კვლევა სატირული ჟანრის კლასიკაა.
სანამ კვირაზე ან აქ დასახელებულ ჩემს ბევრ კოლეგაზე ხმას ამოიღებთ და მიკერძოებულის იარლიყს მოარგებთ, სჯობს, პენსიონერების ნაქურდალი ფულით დაფინანსებულ თქვენს ე.წ მედიებს ან მათ კანტორებს მიხედოთ. ჰო, საკუთარ „შეუბღალავ" იმიჯსაც... არც წერა რომ არ იცით, არც ფაქტების სწორად, მიუკერძოებლად წარმოჩენა და არც ანალიზის უნარი რომ არ გაქვთ. სამართლიანობის სახელით რომ ღაღადებთ, თავად კი უკიდურესად მიკერძოებული და სამარცხვინო მხარე რომ ხართ, მორალისგან, სინდისისგან დაცლილები...
თქვენი რა საქმეა, არსებობის 14 წლის განმავლობაში რამდენი ხელშეკრულება ან ვისთან გავაფორმეთ? სადმე კანონი დავარღვიეთ და არ ვიცი? ანდა, 4 წლიან შემოსავლებს ჯამურად რომ გვითვლით და მკითხველზე მანიპულირებთ, თითქოს მილიონები ვიშოვეთ, ეს როგორ არის? წლის შემოსავლები გეცოტავათ ხო?
და კიდევ, მაინც რომ იცოდეთ, კვირა მხოლოდ 2 მედიას არ აერთიანებს, 6 პლატფორმა გვაქვს და თქვენდა სამწუხაროდ, კიდევ უფრო გავიზრდებით... აქაც სამარცხვინო ტყუილი გიწერიათ, მაგრამ ტყუილები ხომ თქვენი და თქვენი სახედაკარგული პატრონების მოგონილია.
ჰოდა, გააგრძელეთ ცხოვრება თქვენივე ზღაპრებისა და ილუზიების სამყაროში და დარჩით იქ, სადაც ხართ... სადღაც ძალიან ძირს, ფსკერზე.
ვისაც დასამალი არაფერი გვაქვს, არც გამჭვირვალობის გვეშინია და თქვენ იკითხეთ, უსამშობლო ფსევდო-არასამთავრობოებმა, პატრონების შემოსავლები რომ შემოგაკლდათ და ისტერიულ აგონიაში რომ ხართ.
ესეც გაივლის!
კვირას მკითხველს კი დიდი მადლობა მრავალწლიანი ერთგულებისთვის!“, - წერს იგი.
1761051800
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე
დასრულებულია მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში მნიშ...
1761051784
ახალი ამბებივეტერინარული მანიპულაციები 4249 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 4249...
1761050627
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „იგლ ჰილს საქართველოს” ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემო...
1761050331
ახალი ამბებიქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა
ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
1761049290
საზოგადოებაგიორგი მამაცაშვილი ISFED-ის კვლევაზე: იმდენად კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სასაცილო რომ არ იყოს, სატირალი იქნებოდა. როცა უნდოდათ, დახურავდნენ ტელევიზიებს და გამომცემლობა „სამშობლოდან“ წიხლისკვრით ყრიდნენ მედიასაშუალებებს
მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი ორგანიზაცია ISFED-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, იმდენად კლინიკური შემთხვევაა,...