"რა არ მოგწონთ? არ თვლით, რომ ბიძინა ივანიშვილი უახლესი ისტორიის ნაწილია?" - ჟურნალისტი მაიკო აბაშიძე მე-9 კლასის სახელმძღვანელოს შესახებ
ჟურნალისტი მაიკო აბაშიძე, მე-9 კლასის სახელმძღვანელო "საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის" შესახებ პოსტს ავრცელებს, რომელიც ბოლო დღეებში საზოგადოების თუ პოლიტიკური წრეების მხრიდან აჟიოტაჟს მიზეზი გახდა.
"ეს არის გამომცემლობა „ლოგოს პრესში“ დაბეჭდილი მე-9 კლასის მოსწავლის წიგნი - „საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“.
ბიძინა ივანიშვილის მოკლე ბიოგრაფიასთან ერთად, მასში შესულია მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაც და „ვარდების რევოლუციაც“, ვრცლად.
რა პრობლემას ხედავთ, ვინც ხედავთ, არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ან ქველმოქმედი არ ყოფილა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ აღუდგენია, სახელმწიფო რეფორმები არ დაუფინანსებია, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს, თუ რაშია პრობლემა? რა არ მოგწონთ? არ თვლით, რომ უახლესი ისტორიის ნაწილია?!", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, სასკოლო სახელმძღვანელოში, "საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის" მე-9 კლასის მეორე ნაწილში, ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობაზეა საუბარი. სახელმძღვანელოში ასევე საუბარია ვარდების რევოლუციისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. წიგნში გვხვდება, ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას ბიოგრაფიაც. წიგნში შეტანილია ცნობები ყოფილი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ზვიად გამსახურდიას შესახებ.
ამავე თემაზე:
🔲 „ბიძინა ივანიშვილზე წიგნში არა ქველმოქმედი, არამედ „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს!“ - შალვა ნათელაშვილი


1768407353
მსოფლიოურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიელებს ყოველთვის შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, კუნძულის მოსახლეობის ინტერესები ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია. „გრენლანდიელებ...
1768405144
საზოგადოებადონალდ და მელანია ტრამპებმა, საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შობა-ახალი წელი მიულოცა. „მის აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსა და ქალბატონ თამ...
1768403580
საზოგადოებავახტანგ თოფურია: ე.წ. ლიბერალური „სამოქალაქო საზოგადოება“ აშანტაჟებდა ყველას, ვინც რუსეთთან დიალოგზე საუბარს გაბედავდა. ახლა, ევროკავშირი მიხვდა, რომ ომის დასრულება რუსებთან მოლაპარაკებების გარეშე შეუძლებელია
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია „პოლიტიკოს“ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროპა შიშობს, აშშ რუსეთთან მათთან თანხმობის გარეშე შეთანხმებას გააფორმებს. თოფურიას თქმით, ახლა...
1768403420
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა, ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, რომ მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი
ჩვენთვის შემაშფოთებელი არის მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინის...
1768402368
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ
ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ, - გ...



























