რა გავლენა აქვს ნარკოტიკების მოხმარებას შვილებზე? - ზაზა წერეთელი შედეგებს გვაცნობს
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც აჩვენებს, თუ რა გავლენა აქვს ნარკოტიკის მოხმარებას ზრდასრულებში, მათ შვილებზე.
"მახსოვს რამდენიმე წლის წინ რა ვნებათაღელვა მოჰყვა ქართული „ბომონდის“ მხრიდან ინიციატივას როცა პარლამენტში იყო მცდელობა კანაფის მოხმარების ლეგალიზება დაჩქარებული წესით მიეღოთ. ზოგიერთი “ვარსკლავი“ სატელევიზიო ეთერიდან იმასაც კი ჰყვებოდა თუ როგორ ეწოდა კანაფს შვილებთან ერთად ვითომდაც იმიტომ რომ ესწავლებინა ამის უსაფრთხოდ გაკეთება...აი ასეთი და ზოგადად მშობლების საყურადღებოდ
ამ დღეებში შვედმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს თავისი კვლევის შედეგები, რომლის მიზანიც იყო შეემოწმებინა ჰიპოთეზა რომ მშობლის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება ასოცირდება ზრდასრულ ასაკში მამრობითი და მდედრობითი სქესის შთამომავლებში განათლების, დასაქმების ან ტრენინგის (not in education, employment or training - NEET) არქონის გაზრდილ რისკთან
ამ მიზნისათის მკვლევარებმა ჩაატარეს ახალგაზრდების ეროვნული კოჰორტის კვლევა
რეესტრზე დაფუძნებული, ეროვნული კოჰორტის კვლევა მოიცავდა 1984-დან 1990 წლამდე დაბადებულ 797,376 ინდივიდს, რომლებიც 17 წლის ასაკში ცხოვრობენ შვედეთში. მონაწილეებს აკვირდებოდნენ 17 წლიდან მაქსიმუმ 32 წლამდე და ყოველწლიურად აფასებდნენ მათ NEET-ს.
კვლევაში ხვდებოდა ყველა ის ახალგაზრდა რომლის ერთ-ერთ მშობელს მაინც ჰქონდა ნარკოტიკული მოხმარებით გამოწვეული რაიმე დაავადების დიაგნოზი ამ ბავშვის დაბადებიდან მის მიერ 17 წლის ასაკის მიღწევამდე. კოქსის რეგრესიის ანალიზი გამოყენებული იყო რისკის კოეფიციენტების (hazard ratios - HRs) მისაღებად NEET-ისთვის, რომელიც თავის მხრივ ყოველწლიურად ფასდებოდა ისეთი მონაცემებით როგორიც არის შემოსავალი ან დასაქმების მონაცემი.
როგორც კვლევამ აჩვენა ინდივიდების 4.4% იყო მშობლის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დიაგნოზი. დაბადების წლის, საცხოვრებელი ადგილის, წარმომავლობის, ფსიქიატრიული დიაგნოზის, ოჯახის შემოსავლისა და მშობლის ფსიქიატრიული დიაგნოზის კორექტირების შემდეგ დადგინდა რომ NEET-ის HR იყო 1.13 (95% CI 1.09-1.16) მამაკაცებისთვის და 1.15 (95% CI 1.12-1.19) ქალებისთვის. ასაკის მიხედვით სტრატიფიცირების NEET-ის რისკის კოეფიციენტ მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევდა 17-19 წლის ასაკში, HR = 1.37 (95% CI 1.25-1.50) მამაკაცებისთვის და HR = 1.31 (95% CI 1.18-1.44) ქალებისთვის. .
კვლევის შედეგად დადგინდა რომ შვედეთში, მშობლების მიერ ნარკოტიკების მოხმარება ასოცირდება ადრეულ ზრდასრულ ასაკში განათლების, დასაქმების ან ტრენინგის არარსებობის გაზრდილ რისკთან. რისკები ყველაზე მაღალი იყო 17-19 წლის ასაკში, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, რაც მცირდებოდა ასაკთან ერთად",-წერს, ზაზა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵გამოვლინდა ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 22.65%
🔵კორონავირუსით უკვე მესამე მეუფე - დიმიტრი კაპანაძე დაიღუპა. ცხადია, აუცრელი იყო - ბასილ კობახიძე
1793041745
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულშია
უკვე ცნობილია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) ნომინანტთა საუკეთესო ათეული, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა. საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: უსმან დემბელე, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა...
1793041223
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...
1793038784
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო...
1793036987
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავ...
1793035453
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრ...


























