რა უნდოდათ და რა მიიღეს! - რომან გოცირიძე პენსიონერებისათვის გაცემულ სესხებზე

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ნაცმოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"რა უნდოდათ და რა მიიღეს!
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ წამოაგო ანკესზე მთავრობამ, “ოცნების” დეპუტატებმა(პირველებმა დაიეყეს) და “ლიბერთი ბანკმა” ოპოზიციის ერთი ნაწილი და მიაღებინა ბანკისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.
ბანკს გასდიოდა პენსიების დარიგების მომსახურების ვადა და უნდოდა მთავრობისაგან გაუმჯებესებული შვიდწლიანი კონტრაქტის მიღება. დღემდე პენსიის დარიგებაში არაფერს იხდიდა მთავრობა. ბანკის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო პენსიებისა და სოციალური დახმარებებისათვის ბიუჯეტიდან ჩარიცხული მრავალმილიარდიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც ყოველწლიურად გაიზრდება მომავალში რამდენიმე მილიონი ლარით. მთავრობამ გამოაცხადა ფაქტობრივად ერთ ბანკზე მორგებული ტენდერი. მასში, როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ “ლიბერთი ბანკმა” მიიღო მონაწილეობა და “გაიმარჯვა”.
ვნახოთ რა იყო აქამდე და რა მივიღეთ ახალი ხელშეკრულებით:
ძველი კონტრაქტით:
-პენსიების დარიგებისთვის მთავრობა იხდიდა ნულ ლარს.
-პენსიონერებისათვის გაცემულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური პროცენტი იყო-30,6 პროცენტი( და არა 36, როგორც ამბობენ ხოლმე. 36 მაქსიმალური პროცენტი იყო).
რა მიიღო ახალი გარიგებით ბანკმა?:
-პენსიების დარიგებისათვის მთავრობა გადაუხდის საკომისიოს წელიწადში 15 მილიონი ლარის ოდენობით, ანუ 105 მილიონ ლარს შვიდი წლის განმავლობაში.
-პენსიონერებისათვის გასაცემი სესხის პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს წლიურად 26 პროცენტს. ანუ, თუ აიღებ სესხს 100 ლარის ოდენობით, პროცენტს გადაიხდი 5 ლარით ნაკლებს, ვიდრე აქამდე იხდიდი( პროცენტი ცოტა სხვანაირად ითვლება და რეალურად ამდენიც არ მოუწევს).
ვინ მოიგო და ვინ წააგო კარგად ჩანს. ის რომ ტენდერი მხოლოდ ერთი ბანკისთვის ტარდებოდა და მასში სხვა კომერციული ბანკები რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას, თავიდანვე ნათელი იყო.
მოდგნენ და გამარჯვებას ზეიმობენ ანკესზეწამოგებულები, მაშინ როცა სინამდვილეში ივანიშვილის ბიზნესპარტნიორს (ცემენტი, მეტალურგია, ტვ “იმედი” და ა. შ. ) მიართვეს 105 მილიონი ლარის ოდენობის მსუყე ლუკმა",-წერს, რომან გოცირიძე.

ასევე წაიკითხეთ:

🔵გუშინაც 10-მდე ტანკი, 20-მდე ჯავშანმანქანა, ფრთოსანი რაკეტა, უპილოტო დრონი და ათეულობით ორკი აააგიზგიზეს ჩვენმა ბიჭებმა! - ბუკა პეტრიაშვილი

🔵მკვლელობა ჯართის გამო - კახეთში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794047820

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...

ზაალ მიქელაძე

1794045749

ახალი ამბები

გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...

გივი მიქანაძე

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი