"რაც აწუხებს და რაც აქვს მიქარული, იმას გაიძახის. ამიტომ გაუხარდათ ომის დაწყება" - ამირან სალუქვაძე

თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებაზე მიხეილს სააკაშვილის შეფასებას ეხმაურება:

"რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.

სააკაშვილი: «კიდევ იტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი?»

ჰააგის სასამართლომ განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.

სააკაშვილი: «კიდევ იტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი?»

რაც აწუხებს და რაც აქვს მიქარული, იმას გაიძახის. ამიტომ გაუხარდათ ომის დაწყება.

ჰააგის სასამართლო არ იძიებს ვინ დაიწყო ომი.

ერთნაირად იძიებს ორთავე მხარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ამ წლებში პროკურატურას და სხვა სტრუქტურებს რომ არ ემუშავა, დადგებოდა დღევანდელი შედეგი?

ვინც არ იცის რა არის ომის დანაშაული, მოიძიეთ ინტერნეტში. ომის დაწყება არაა ომის დანაშაული. ომის დაწყების შემდეგ ჩადენილი გარკვეული ქმედებები ითვლება დანაშაულად. მაგალითად: ტყვეების განადგურება, განზრახ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე ან მოსახლეობაზე და სხვა.

სააკაშვილი სხვა ხელისუფლებას აბრალებს ქართველი სამხედროების გასამართლება სურსო, არადა მისმა დელეგაციამ მისცა ხმა იმ გადამალულ და 2018 წელს აღმოჩენილ #1633 რეზოლუციას, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ უნდა დაიწყოს ომის საერთაშორისო გამოძიება, გამოძიებისას კი ორთავე მხარეს კითხავენ.

რაც შეეხება ომის დაწყებას, თქვენ კი არავინ გედავებათ, თავად დაიდანაშაულეთ თავი იმავე #1633 რეზოლუციაში, რომლის მე-5 მუხლში წერია შემდეგი:

«თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი
მოქმედებების საფეხურზე გადავიდა».

მე-6 მუხლში კი ხმა მიეცით ფორმულირებას, რომ რუსეთის ქმედება იყო საპასუხო. რამდენჯერ უნდა ვიმეოროთ ერთი და იგივე?

თქვენ ამბობთ, რომ ამ დამაზიანებელ ფორმულირებებს ხელი ოკუპაციის ჩაწერის საფასურად მოაწერეთ, რაც ისედაც სახეზე იყო. რუსეთმა დაიკავა ჩვენი მიწები და არა პირიქით.

ამავე რეზოლუციაში სხვა, გაცილებით მძიმე ფორმულირებებია.

წინა ხელისუფლების დელეგაციამ, ფაქტობრივად, ომის დანაშაულების ჩადენაში ქართული მხარის დადანაშაულებას მისცა ხმა, რაც გაწერილია მე-11 მუხლში.

ეს მუხლი გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხვა დანარჩენი.

ბევრჯერ დავწერე ეს ანალიზი, მუხლების მოყვანით და გარჩევით.

მაგალითად, ამ მუხლში წერია:

«ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას».

ამ ტექსტს ხმა როგორ მიეცით?

რუსეთმა რაც ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ვიცით, იმაში გედავებიან, იურიდიულ დოკუმენტებში (ტალიავინის კომისია, #1633 რეზოლუცია, პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება) რატომ დააფიქსირეთ ქვეყნისთვის საზიანო ფორმულირებები?

საგამოძიებო კომისიასთან სააკაშვილი საუბრობს, რომ 6 აგვისტოს მივიღეთ ინფორმაცია რუსი მესაზღვრეების შემოჭრაზე, შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ როკის გვირაბში რუსული ტანკები იმყოფებოდაო და ა.შ.

თუ ეს ინფორმაცია გქონდათ 6 აგვისტოს და ამის საფუძველზე გახსენით ცეცხლი 7-ში 23.35-ზე, 9 აგვისტოს ბრძანებულებაში რატომ არ მიუთითეთ, რომ რუსეთი 8 აგვისტოს კი არა, 6 ან 7 აგვისტოს შემოიჭრა ქვეყანაში?

თუ რუსეთი 6-7 აგვისტოს შემოიჭრა, 9 აგვისტოს რატომ გამოაცხადეთ საომარი მდგომარეობა, რატომ არ გამოაცხადეთ 6 ან 7 აგვისტოს? 7-ში რა იურიდიული აქტის საფუძველზე დაიწყო ჯარმა მოქმედებები? პარლამენტის დადგენილება გამოიცა 9 აგვისტოს. პარლამენტის დადგენილების გარეშე ჯარი როგორ გამოიყენეთ? პარლამენტის დადგენილებაში რატომ არ მიუთითეთ რუსეთის აგრესიის ფაქტი, ახლა რომ ხმაურობდით რუსეთი არ ჩაწერეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაშიო?

ცალკე საკითხია, რატომ გააშუქეთ ჯარის მოქმედებები, ანუ საარტილერიო შეტევა პირდაპირ ეთერში?!

ასევე, რატომ ვერ დაუსაბუთეთ ევროსაბჭოს, რომ რუსეთი უკვე იყო შემოჭრილი და ცეცხლი ამიტომ გახსენით?

მოისმინეთ სააკაშვილის 17 წუთიანი გამოსვლა საგამოძიებო კომისიაზე, წაიკითხეთ 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება და #1633 რეზოლუცია.

სხვა დეტალებში არავინ შედის, თუმცა გამოსაძიებელი ბევრი რამეა.

რაც სააკაშვილმა კომისიას უთხრა, რა ბრძანებულებასაც ხელი მოაწერა და რა რეზოლუციასაც ხმა მიეცით, მხოლოდ ამ საკითხებზე ისაუბრეთ.

სანამ #1633 რეზოლუციას აღმოაჩენდნენ, ანუ 2018 წლამდე , მეც ვერიდებოდი ამ თემაზე ღიად წერას, მაგრამ ჩემს წერილებს ან ვინმეს საუბარს რაღა მნიშვნელობა და ძალა აქვს, როცა ევროსაბჭოში უკვე ყველაფერზე მოაწერეთ ხელი, რითაც კი შეიძლებოდა ქვეყნის დაზიანება?!

ვერ ათვითცნობიერებთ ამ ყველაფერს, თუ ხალხს აბოლებთ?

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მავნე იურიდიული აქტებისა, საქართველომ მოიგო ჯერ სტრასბურგის სასამართლო, ახლა კი ჰააგის და თქვენს დამსახურებას რაში ხედავთ?

გაჩუმდით მაინც და პასუხს არავინ გაგცემთ.

თუმცა, 9 აგვისტოს ბრძანებულება პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს", - წერს სალუქვაძე.

ამავე თემაზე:

🔲 "სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ციხეში იჯდეს" - მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

🔲 ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790745078

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 სექტემბერს საქართველოში

30 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...

ამინდი ამინდი

1790714630

ახალი ამბები

აკაკი ალადაშვილი: ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას, სინამდვილეში ბევრად უფრო ნაკლები აქვთ

ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა...

აკაკი ალადაშვილი

1790713878

მსოფლიო

იოჰან ვადეფული: ევროპამ რუსეთთან მომავალ ურთიერთობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადება უნდა დაიწყოს

„ევროპამ უკვე უნდა დაიწყოს მსჯელობა, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცეს...

იოჰან ვადეფული

1790712626

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ირანის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს რეაგირება...

პოლიტიკოსი

1790711899

მსოფლიო

შეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთის სკოლაში - მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა

„სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა - მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პირი“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩეხეთისა და...

შეიარაღებული თავდასხმა