სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სოლიდარობას არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები უცხადებენ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სოლიდარობას არა დომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები უცხადებენ.
ინფორმაციას ორგანიზაცია სამოქალაქო დარბაზის ხელმძღვანელი ზაზა მიქელაძე ავრცელებს.
"სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი დამოუკიდებელ, გამართულ, ზეპარტიულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინსტიტუტებზე დგას.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შეიქმნა, როგორც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ინსტრუმენტი.
თავის დროზე, ამ მექანიზმის შექმნა პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან.
არსებობდა არა ერთი რეკომენდაცია ამ უწყების შემდგომი გაძლიერების და მანდატის გაფართოების მიმართულებით.
თუმცა შეზღუდული მანდატის, დაფინანსებისა და ადამიანური რესურსების მიუხედავად, უწყებამ მოახერხა საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება და პატივისცემა. მიუხედავად იმისა, ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ სრულიად მოულოდნელად და ფარულად დაიწყო დაჩქარებული წესით ამ ინსტიტუტის გაუქმების პროცესი პარლამენტში, უწყებასთან კომუნიკაციისა და ფართო განხილვების გარეშე.
კანონპროექტის განხილვის მანერისა და შინაარსის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტი ემსახურება არა რეალურ რეფორმას, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, ნაცვლად მისი გაძლიერებისა და კიდევ უფრო მეტად გამართვისა.
ჩვენს მეხსიერებაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას ხელისუფლება უბრალოდ აუქმებს ჯეროვანი და ლეგიტიმური განმარტების და დემოკრატიული ჯგუფების და საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებისა და კრიტიკის გარეშე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებულ ბერკეტს წარმოადგენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების კონტექსტში.
სწორედ ამის გათვალისწინებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამართული უწყება, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ქალთა პოლიტიკაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში, ის არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით არსებული ბარიერები რეალურად გადალახულიყო.
სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და პატივი არ სცა ქ-ნი ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ჰყოფნის ფაქტორს და კანონპროექტის შესახებ მისი დროული და სათანადო ინფორმირებაც არ მოხდა.
ჩვენ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, პერსონალურ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს ინსპექტორს, ქ-ნ ლონდა თოლორაიას და მადლობას მოვახსენებთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.
ამასთანავე, ვაღიარებთ რა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ როლს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას
1. შეწყვიტოს მიზანმიმართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების დემონტაჟი და იყოს ორიენტირებული საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების რეალურ დაცვაზე.
2. მოუსმინოს საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და წარმართოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც არსებული გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.
განცხადებას ხელს 32 ადამიანი აწერს:
✔️ ზაზა მიქელაძე
✔️ სამირა ბაირამოვა
✔️ ელდარ ჯავახიძე
✔️ მაია რიჟვაძე
✔️ გიორგი დეკანაძე
✔️ იზოლდა ხოშორაძე
✔️ შოთა დეკანაძე
✔️ მარო დეკანაძე
✔️ თამარა ხოშორაძე
✔️ მალხაზ ხოშორაძე
✔️ ბეჟან დეკანაძე
✔️ ნესტან ანანიძე
✔️ ლია დეკანაძე
✔️ ლელა დეკანაძე
✔️ ლადო დეკანაძე
✔️ ავთანდილ შავაძე
✔️ ჰურიე აბაშიძე
✔️ ჯემალ საგინაძე
✔️ მათე სარალიშვილი
✔️ ოქტაი ქაზუმოვი
✔️ ნინო ართმელაძე
✔️ ბანიამინ კასიმ ოღლუ
✔️ ქამრან მამედლი
✔️ აითაჯ ხალილლი
✔️ რაბილ ისმაილ
✔️ სემა სადიკ
✔️ აიჰან ჰასანლი
✔️ ფარიდ ასკერ
✔️ ალი მამედლი
✔️ სულხან ბორძიკაშვილი
✔️ ტიგრან თარზიანი
✔️ გურამ ვაშაყმაძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
🔳 "ჩვენი სამშობლო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს" - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება
1768485634
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩა N49-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორ...
1768485210
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ის, რომ საელჩოდან პასუხი არ იქნება, ესეც უკვე პასუხია და მტკიცებულებაა იმის, რომ დიახ, სამწუხაროდ, ევროკავშირის საელჩო და ელჩი პირდაპირ არიან ჩართულები საქართველოში დამხობის პროცესში
ძალადობის რომანტიზებასა და წახალისებაზე ევროკავშირის საელჩოს დუმილს „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. „ქრონიკის“ კითხვას საელჩოში არ უპასუხეს - საელჩომ...
1768485068
ახალი ამბებიმახაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეოზე: როგორც ჩანს, მათი არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა
როგორც ჩანს, მათი [ევროკავშირის საელჩოს] არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...
1768485009
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე
ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ ამ სიბინძურეს...
1768483699
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი
„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გ...


























