მიხეილ სარჯველაძე დევნილებისთვის გათვალისწინებულ პროგრამაზე: დეკემბრის განმავლობაში ჩვენ უკვე დავიწყებთ ანაზღაურების გაცემას - პროგრამამ მოლოდინს გადააჭარბა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ დევნილებისთვის გათვალისწინებულ პროგრამაზე ილაპარაკა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 000-ლარიან კომპენსაციებს გულისხმობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამამ მოლოდინს გადააჭარბა.

„განაცხადები მივიღეთ. განაცხადების მიღების შემდეგ ამას სჭირდება გადამოწმება. საკმაოდ ნორმალური ტემპით მივდივართ და როგორც ეს დაპირებული იყო, დეკემბრის განმავლობაში ჩვენ უკვე დავიწყებთ ანაზღაურების გაცემას. განაცხადის გაკეთების თანმიმდევრობით მოხდება ანაზღაურება ამავე თანმიმდევრობის კვალდაკვალ.

პროგრამამ მოლოდინს გადააჭარბა. ასეთი ადამიანების რიცხვი აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. მთლიანობაში კი ეს ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მოქალაქეებისთვის და ადამიანებისთვის საინტერესოა. ეს უნდა გაგრძელდეს. ამ მიმართულებითაც ბიუჯეტმა ამაზე იზრუნა და მომდევნო წლის ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსური რესურსი გათვალისწინებულია“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795445553

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის

„დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დ...

მარიამ ქვრივიშვილი

1795445083

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკური ძალები ეცდებიან ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენონ და არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ, თუმცა არსებობს მწვავე რისკები და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა სუროგაციაზე უარს ამბობს

„ალბათ მოსალოდნელი იყო, რომ გარკვეული დისკუსია დაიწყებოდა. იმიტომ, რომ, მიუხედავად საყოველთაო თანხმობისა, რომ ამ თემას უზარმაზარი რისკები ახლავს, რისკები, რომლებიც ძალიან მწვავე რისკებს წარმოადგენს სი...

მიხეილ სარჯველაძე

1795444228

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ფორუმზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა დ...

მარიამ ქვრივიშვილი

1795442987

მსოფლიო

პროტესტის ტალღა ბელგიაში - მოსახლეობა საბიუჯეტო შემცირებებს ეწინააღმდეგება

ბრიუსელში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ბელგიის მთავრობის მიერ დაგეგმილი მკაცრი ეკონომიკური ზომებისა და საბიუჯეტო შემცირებების გასაპროტესტებლად. პროფკავშირების მიერ ორგანიზებულმა საყოველთაო გაფიცვამ დ...

პროტესტის ტალღა ბელგიაში

1795441511

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესმა დაგვანახა, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები არაკონსტიტუციურია და იმედი აქვს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ყველა მიმართულებით დაკმაყოფილდება....

ლევან მაჭავარიანი