„საქართველო – რუსეთის სარაგბო დაპირისპირებისას, დიდი პროვოკაცია მზადდება“ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი
„საქართველო – რუსეთის სარაგბო დაპირისპირებისას, დიდი პროვოკაცია მზადდება“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,საქართველოში მზადდება დიდი პროვოკაცია, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ. საუბარია კვირას, საქართველო – რუსეთის სარაგბო დაპირისპირებისას, ნაცების მიერ ორგანიზებულ უმართავ ქმედებებზე, რომლებმაც უკიდურესად უნდა დაძაბონ ორი ქვეყნის ისედაც ფეთქებადსაშიში ურთიერთობები. ამ პროვოკაციების დროს მოსალოდნელი ყველაფერია – მათ შორის რუსული დელეგაციის მხრიდან ნებსით თუ უნებლიეთ ამ პროვოკაციებში თანამონაწილეობა, რასაც უმძიმესი შეფასება მიეცემა რუსეთში და მოჰყვება არანაკლებად უმძიმესი პრაქტიკული ნაბიჯები. მეტსაც გეტყვით – ეს შეფასება და მოქმედების გეგმაც, მოსკოვში უკვე წინასწარ იქნება დაწერილიც და მომზადებულიც. არჩევანი ჩვენზეა – დავუშვებთ ამას თუ არა.
კვირას დაგეგმილ თამაშს ყველაფერთან ექნება შეხება – სპორტის გარდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად რუსეთის ნაკრებიც მოწადინებულია, რომ ეს სპორტული პროვოკაცია შედგეს. ის უკვე დაწყებულია – მატჩის აფიშების უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებით, ის გაგრძელდება სტადიონთან თამაშის დაწყებამდე აქციით, კულმინაციას მიაღწევს რუსეთის ჰიმნის შესრულებაზე და უმართავ ქმედებებში გადავა, თუკი აჟიტირებული ნაცები გაარღვევენ დამცავ კორდონებს და მოედანზე აღმოჩნდებიან.
სპორტის გარდა – ყველაფერი იქნება ტრიბუნებზე: “თავისუფლება მიშას”, “პუტინ ხუილი”, “ძირს კრემლის მარიონეტი მთავრობა” და ა.შ. დაარბევ მსგავს აქციას და აგრესიას – ნაცები მაინც მოგებაში რჩებიან (პუტინმა დაგვარბიაო), არ დაარბევ – და რუსეთის აგრესიის პრაქტიკული განხორციელებაც არ დააყოვნებს. კვირადღე – ნაცების “დიდგორია”, ხოლო ქართველი ერისთვის და ხელისუფლებისთვის – კიდევ ერთი ტესტი: ვისწავლეთ დაშვებულ შეცდომებზე თუ კვლავ კრემლისა და ნაცების დაკრულზე ვცეკვავთ“, – წერს ქართველიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1787764590
საზოგადოებამახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის...
1787762727
მსოფლიო80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს. გამოცემის წყაროების...
1787760468
საზოგადოებალევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია არ არის, პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...
1787758429
მსოფლიოტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში...
1787756036
მსოფლიოReuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად, განახლ...



























