საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

ბულგარეთი მეოთხე ქვეყანაა, ისრაელის, საფრანგეთისა და გერმანიის  შემდეგ სადაც საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ, - ინფორმაციას  “ბიზნესს ფორმულა“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტს  დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტული დეტალების დაზუსტება.

საქართველოს მოქალაქეებს,  3 თვით, ლეგალურად დასაქმება მხოლოდ 3 ქვეყანაში შეუძლიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით საფრანგეთსა და ისრაელში, სამთავრობო პროგრამით სარგებლობა ვერავინ შეძლო.  

გერმანიაში დასაქმების სურვილი  უკვე 98 479 გამოთქვა. თუმცა, ჯერჯერობით 271 მათგანმა მოახერხა სამუშაოს დაწყება. პროგრამის ფარგლებში,  გერმანიაში დასაქმებულ 11 მოქალაქეს სახელმწიფოსთან სასამართლო დავა აქვს. ისინი მორალურ ზიანთან ერთად, სამი თვის შრომის ანაზღაურებას ითხოვენ.

ისრაელში დასაქმების სურვილი 1563 მოქალაქემ გამოთქვა, აქედან 1503 განმცხადებელმა  კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. 60 განაცხადი კი განხილვის პროცესშია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 მაქვს უზრუნველი ცხოვრება გერმანიაში, მაგრამ მზად ვარ დავჯდე სააკაშვილის ნაცვლად ციხეში - ქართველი ემიგრანტი ნიკა გვარამიას მიმართავს

🔵 "როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" გაცდება კანონს, ყველა ინსტიტუცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს" - ანრი ოხანაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772217233

ახალი ამბები

ირანში შექმნილი ვითარების გამო, საფრანგეთი თავის მოქალაქეებს ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ურჩევს თავის მოქალაქეებს, ირანში არსებული უსაფრთხოების ვითარების გამო, თავი შეიკავონ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე მოგზაურობისგან, თუნდაც ტურისტულ...

, საფრანგეთი

1772215379

ახალი ამბები

უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. ტექნიკური მარილით მუშავდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეო...

უხვი ნალექი

1772212272

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: ყოველი ახალი სანქცია, ის დიდი თეთრი იმედია, რომელსაც ჩვენი შიდა აგენტურა მოელის ხბოს თვალებით, მაგრამ როგორც ფსიქოპათი არ იღებს თავის დიაგნოზს, ისე ვერ შეიგნეს, რომ ყოველ ჯერზე ვაფორთხიალებთ

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, „postv“-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია მოკრივე ჯეკ ჯონსონის ისტორიას იხსენებს, თუ რა გზა გაიარა, როგორ გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც მსოფლიო ჩე...

ბაჩო ოდიშარია

1772212021

ახალი ამბები

დომინიკელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა

დომინიკელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. დომინიკელთა რესპუბლიკა დღეს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს...

დომინიკელთა რესპუბლიკა

1772211937

ახალი ამბები

ლაშა გეგეჭკორი: მიღებულია გადაწყვეტილება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის რეგიონული ცენტრების მშენებლობის დაწყების შესახებ - მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N 412 განკარგულების შესახებ გან...

ლაშა გეგეჭკორი