საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან, შანდორ პინტერთან, ორმხრივ ფორმატში, შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე. მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს მომავალში, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ორ სახელმწიფოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ მიგრაციის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლისა და პოლიციის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.

ამასთან, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა. შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761642934

საზოგადოება

მაია ომიაძე: საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჩვენი პროგნოზი სრულად მართლდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წლის პირველი ცხრა თვის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყი...

მაია ომიაძე

1761641113

საზოგადოება

ბაია პატარაია: კრეტინულ სიტუაციაში ვართ

აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუკზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შ...

 ბაია პატარაია ბაია პატარაია

1761640303

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომ...

შალვა პაპუაშვილი

1761640266

საზოგადოება

დოროთე ყურაშვილი: გოგა ხაინდრავა საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი

ხაინდრავა, სისხლში გასვლილი კაცი, ჩემზე როგორ უნდა ამბობდეს ეს მღვდელი როგორ უნდა იყოსო. ეგ საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი, - განაცხადა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმ...

დოროთე ყურაშვილი

1761640232

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურ...

პროკურატურა