სერბეთის პატრიარქი შიო მესამეს: მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს პატრიარქ შიოს, მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„როგორც ამ ისტორიული ჟამის თანამონაწილენი, აღმდგარი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლებულნი და სააღდგომო შეძახილის სიხარულით ღვთიური სიყვარულის საიდუმლოს თანაზიარნი, ვხარობთ, რომ დღეს ამ საყოველთაო ზეიმს შეუერთდა ხმა, რომელმაც გაახარა წმინდა საბას ეკლესია და მთელი მართლმადიდებლური სამყარო - საქართველოს დობილმა ეკლესიამ, თქვენი ღვთისმოყვარე პიროვნების სახით, პოვა თავისი მწყემსმთავარი და წინამძღოლი.

მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება, რითაც წმინდა მოციქულთა სწორი ნინოს ქრისტესმიერმა სამწყსომ შეიძინა სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მოძღვარი. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მსახურება იქნება ცოცხალი დასტური იმისა, რომ „რამე თუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ“. (II ტიმ. 1:7). ამით თქვენ წარმოჩნდებით ნეტარხსენებული პატრიარქი ილიასა და იმ სულიერი გიგანტების ღირსეულ მემკვიდრედ, რომლებიც საუკუნეთა ქარტეხილებში ღვთივსაბრძნობით წარმართავდნენ საქართველოს საპატრიარქოს ხომალდს.

პირადად ჩემი და წმინდა საბას ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის სახელით, გულითადად გილოცავთ ღვთის სიყვარულის ამ დიდ ნიჭს. ლოცვით გისურვებთ, რომ თქვენი საპატრიარქო მსახურება წარიმართოს უფლის სადიდებლად, თქვენი ადგილობრივი ეკლესიის საკეთილდღეოდ და ქრისტეს ეკლესიის სისავსის აღსაშენებლად“, - წერს სერბეთის პატრიარქი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778585685

საზოგადოება

პატრიარქი: ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი

ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, - განაცხადა...

პატრიარქი

1778584438

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ. კარგად დავაკვირდეთ, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს

ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკ...

შალვა პაპუაშვილი

1778583255

საზოგადოება

პატრიარქი: საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს

საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბ...

პატრიარქი

1778581567

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება

ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები მონაწილეობენ იმ დარტყმებში, რომელი დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ს...

მამუკა მდინარაძე

1778580987

საზოგადოება

სვეტიცხოველში პატრიარქის ინტრონიზაცია დასრულდა

სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია დასრულდა...

პატრიარქიი