შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ. კარგად დავაკვირდეთ, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს
ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს.
„არ არსებობს არანაირი ოპოზიცია. სინამდვილეში, ჩვენ არ უნდა დავინახოთ ამ შემთხვევაში კონკრეტული ოპოზიციური სახეები. ჩვენ ამის უკან უნდა დავინახოთ მათი უცხოური დამკვეთები. ეს არის ხაზი, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ სიფხიზლე გამოიჩინოს. ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ და კარგად დავაკვირდეთ, ვინ ართმევს ამ ხალხს ხელს, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელი უცხო ქვეყნების საჯარო ინსტიტუტების კორიდორებში დადიან, რომელ საელჩოებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს. ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა, რომ ის უცხოელები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ძმად და მეგობრად, დღეს ცდილობენ ჩვენს მოხრჩობას როგორც სახელმწიფოსი, ასევე ეკლესიის. სწორედ მათი ბიძგით, მათი კარნახით და მათი დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1778579544
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს
დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი...
1778579173
ახალი ამბები„დაე, თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირების განმტკიცებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას“ - კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს
ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,განსაკუთრებული...
1778578865
ახალი ამბებიშვეიცარიის საელჩო: გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას
შვეიცარიის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს. „გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო I...
1778577555
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალური ქსელით ეხმაურება შიო მესამის არჩევას ახალ კათოლიკოს-პატრიარქად და წერს საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გამოც...
1778577320
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: დღეს მართლაც ისტორიული დღეა... მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს
„დღეს მართლაც ისტორიული დღეა, მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარა...


























