პატრიარქი: ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი

ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ.

„რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია.

საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, მოწოდება, რადგან უფალი გვასწავლის, რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდყოფა, იყოს თქვენდა მსახურ“, - აღნიშნა პატრიარქმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778581567

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება

ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები მონაწილეობენ იმ დარტყმებში, რომელი დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ს...

მამუკა მდინარაძე

1778580987

საზოგადოება

სვეტიცხოველში პატრიარქის ინტრონიზაცია დასრულდა

სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია დასრულდა...

პატრიარქიი

1778579544

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს

დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი...

მამუკა მდინარაძე

1778579173

ახალი ამბები

„დაე, თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირების განმტკიცებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას“ - კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს

ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,​განსაკუთრებული...

მეუფე შიო

1778578865

ახალი ამბები

შვეიცარიის საელჩო: გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას

შვეიცარიის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს. „გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო I...

ათოლიკოს-პატრიარქ შიო III