პატრიარქი: საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს
საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ.
„თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია, ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტეს მიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია“, - აღნიშნა პატრიარქმა.
1778579173
ახალი ამბები„დაე, თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირების განმტკიცებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას“ - კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს
ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,განსაკუთრებული...
1778578865
ახალი ამბებიშვეიცარიის საელჩო: გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას
შვეიცარიის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს. „გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო I...
1778577555
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალური ქსელით ეხმაურება შიო მესამის არჩევას ახალ კათოლიკოს-პატრიარქად და წერს საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გამოც...
1778577320
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: დღეს მართლაც ისტორიული დღეა... მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს
„დღეს მართლაც ისტორიული დღეა, მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარა...
1778576574
ახალი ამბებიაშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის არჩევა
აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. როგორც საელჩოს მისალოც წერილშია აღნიშნული, ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლ...


























