თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო
ხანდახან გვგონია, რომ არაფერი არ ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები თითქოს არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე, რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატები ცდილობენ, რომ საქართველოს ირგვლივ ნეგატივი მუდმივად ტრიალებდეს და ჩვენი ქვეყანა თავის მართლების რეჟიმში იყოს.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია, რაც არ უნდა იყოს მაინც შეუმჩნეველი არ რჩება, მათ შორის არც პრესას. მასობრივი საშუალებები აშუქებენ, ინტერნეტგვერდები აშუქებენ. დისკუსიები მიდის და რაღაც პერიოდში ერთხელ ლაპარაკობენ, რომ არის ქვეყანა საქართველო, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ევროკავშირში შემოვიდეს მაგრამ ჰყავს პოლიტპატიმრები და ა.შ. ეს თავის საქმეს აკეთებს მათთვის, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე, რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა. კიდევ გაიმეორებენ. გავა 3-4 თვე, როცა ეს ამბავი მოძველდება კიდევ ახალ რეზოლუციას გამოაცხობენ. საქართველოს გარშემო ნეგატივი უნდა იყოს მუდმივად“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში რევოლუციური განწყობების შესაქმნელად ევრობიუროკრატია ცდილობს სეგრეგაცია მოახდინოს საზოგადოების - ერთ ნაწილს უთხრას, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგინარჩუნებ, მეორეს კი უთხრას, რომ არა.
1781805050
საზოგადოებათბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“
„სტუდენტური ფესტივალი 2026“ საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
1781803350
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე მოხდა. როგორც შ...
1781801509
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან მიჩელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტთა...
1781800814
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს მანიპულაციურ და არასწორ ჩანაწერებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რეზოლუცია, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის მექანიზმთან დაკავშირებული დებულებები შეაფასა. მისი განცხადები...
1781799229
მსოფლიონეთანიაჰუ: ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ჯარები არ დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და იქ უსაფრთხოების ზონას მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს საჭირო იქნება. მან ეს განცხადება მას შემდ...



























