შალვა პაპუაშვილი არასრულწლოვანების შესახებ კანონპროექტზე: პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ და წინდახედულებიც
წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და სამი მოსმენის რეჟიმში შესაძლებლობა იქნება ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა გამოწვევები არსებობს და რას დააზღვევს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტი.
„ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ სამწუხაროდ ეს გამოწვევა დღეს არის, როდესაც 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანები ჩართული არიან სხვადასხვა სახის დანაშაულში. ვინაიდან 14 წლამდე არ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ეს კიდევ უფრო აქეზებს რეციდივს და განმეორებით დანაშაულის ჩადენას. ამას რეაგირება სჭირდება.
ვეძებდით მოდელებს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე ადეკვატური პასუხი. წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. პროექტის განხილვა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ არის დაჩქარებული კანონპროექტი. ვისმენთ ყველა მოსაზრებას, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და სამი მოსმენის რეჟიმში შესაძლებლობა იქნება ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ.
არსებობს საუკეთესო გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში და ამ გამოცდილებაზე დაფუძნებით შემუშავდა პროექტი, რომელიც საპარლამენტო განხილვების პროცესში კიდევ უფრო დაიხვეწება და მიიღებს საბოლოო სახეს ყველა მოსაზრების გათვალისწინებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ეხება არასრულწლოვანებს, რომელთა მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ.
1763896828
სპორტიქართველი ძიუდოისტი შოთა ბაჩოშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია
ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი შოთა ბაჩოშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია. მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული ტურნირის ფინალში ბაჩოშვილმა მექსიკელი ედუარდო საგასტეგი იპონით დაამარცხა. გადამწყვ...
1763894073
საზოგადოება„მინდა თქვენთან ერთად, დიდი სიყვარულით მივულოცო გიორგობა პატრიარქს, დიდია მისი სიყვარული და მოწიწება წმინდა გიორგისადმი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წმინდა სამების ტაძრის კურთხევა სწორედ გიორგობა დღეს ისურვა“ - მეუფე შიო
„გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოლოცვასა და კურთხევას“, - მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპო...
1763893952
ახალი ამბებიგეკა გელაძემ შსს-ს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა. მინისტრმა დამ...
1763891750
ახალი ამბები24 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომის პაპს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურ...
1763889418
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ლონდონში საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ლონდონში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე...


























