გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელებისას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

კერძოდ, ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე ოფიციალურ აქტში დამკვეთის სასარგებლოდ დააფიქსირა უფრო ნაკლები კილომეტრაჟი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს
კანონიერი ინტერესი.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772011315

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში

სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შე...

 რატი იონათამიშვილი

1772009968

ახალი ამბები

მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. როგორც მან...

მტკვრის სანაპირო

1772009714

ახალი ამბები

ქარბუქი, წყალმოვარდნები და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა,...

ქარბუქი

1772009306

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზას 22 სპეცმანქანა შეემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა - MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალ...

სპეცმანქანა სპეცმანქანა

1772008400

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად კ...

მიხეილ ყაველაშვილი