„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ უნებართვოდ აშენებული სასტუმროდან და კოტეჯებიდან სტეფანიანმა უკანონოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამ მონაცემებით, გამოძიების მიერ დადგენილია 2 მილიონ ლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1762718820
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ყველაზე საინტერესო კითხვაა რატომ ხდება, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არ არის ამ მოხსენებაში?
„ყველაზე საინტერესო კითხვაა, რატომ ხდება, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არა არის ამ მოხსენებაში?“, - ამ კითხვას „იმედის კვირასთან“ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარი...
1762713372
ახალი ამბებიბექა ჩხაიძე სააკაშვილს: ასეა ბუმერანგი, ახლა შენ უყურე ციხიდან ყიფიანს, შენ რომ ბიჭები მიატოვე 2008 წლის ომში უპატრონოდ, დახოცილები და ტყვეები, ვატო ყიფიანის ძმამ დაუბრუნა ოჯახებს
„მაგიტომაც იყო შევარდნაძის დროს სადაც გადაგეყრებოდა ყიფიანი პანჩურების რტყმევით გაგდებდა იქედან. ასეა ბუმერანგი, ეხლა შენ უყურე ციხიდან ყიფიანს“, - მიმართავს მომღერალი ბექა ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილს,...
1762711691
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველოს მისამართით ბრალდებებს არასოდეს მოჰყვება ფაქტები და მტკიცებულებები
„რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ცრუ ნარატივების გავრცელებას და აბსოლუტურად უაპელაციო ბრალდებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...
1762709832
ახალი ამბებიმეუფე შიო: ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ
„ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხო...
1762707192
ახალი ამბებინინო წილოსანი: წარმოუდგენელია ისაუბრო იმაზე, რომ საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, როცა ათასზე მეტ რეზოლუციას თუ განცხადებას ვართ მიერთებული
წარმოუდგენელია ისაუბრო იმაზე, რომ საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, როცა ათასზე მეტ რეზოლუციას თუ განცხადებას ვართ მიერთებული, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ პარლამენტის თავმჯდო...





























