შალვა პაპუაშვილი: ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები ძალიან კარგად გამოჩნდა

 ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, ერთი მხრივ, გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად, - განუცხადა ჟურნალისტებს BBC-ს სტატიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება.

„ვფიქრობ, ერთ სიუჟეტზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა გამოჩნდა ამ სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ. პირდაპირ დავინახეთ ჩვენ სქემა - როგორ ორკესტრირდება ცრუ ნარატივების გავრცელება.

ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, ერთი მხრივ, გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად, რაც საერთო ჯამში სასარგებლო პროცესიცაა, რადგან ბოლომდე იშიფრება ყველა - აგენტიც და მისთვის დავალებების მიმცემები. დღეს ზუსტად დავინახეთ სახელებითა და გვარებით და სახეებით ვიხილეთ ვინც არიან ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ.

ამან აჩვენა, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება და მათ შორის, ზუსტად ეს სიუჟეტი და ის სიყალბე, რომელიც ამ სიუჟეტით იყო აწყობილი, სწორედ ამას ემსახურება. სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის ეს სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები ძალიან კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებითა და გარშემო არსებული ვითარებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ სიუჟეტის შემდეგ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764593578

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი - ვისაც დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, გირჩევთ, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

„ვისაც დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, გულწრფელად გირჩევთ, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – ამის შესახებ საპარლა...

ლევან მაჭავარიანი

1764593055

საზოგადოება

კახა კალაძე პარტიების აკრძალვაზე: სასამართლო დამოუკიდებელია, დაეყრდნობა წარმოდგენილ ფაქტებს და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისადმი - არ მიიღონ წარმოებაში სარჩელი მისი და კიდევ...

კახა კალაძე

1764592729

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურას შევუქმნით და გავაძლიერებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს

„სახელმწიფო უნივერსიტეტებს ექნებათ მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რეკრეაციული ზონები და ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტური ცხოვრებისთვისა და სასწავლო პროცესისთვისმნიშვნელოვა...

გივი მიქანაძე

1764591357

საზოგადოება

მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

ეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ დ...

დავით მათიკაშვილი

1764590001

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტ...

 ირაკლი კირცხალიამ