შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს
უცხოურ გავლენებსა და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, სჭირდება გამჭვირვალობა და რეგულაცია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„დღეს ვხედავთ, რომ თანამედროვე სამყაროში არის ბრძოლა იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებზე გავლენები მოიპოვონ და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინფორმაციების გაცვლის სისწრაფე იძლევა ბევრ შესაძლებლობას, რომ ის, რაც ადრე შორი იყო, დღეს უფრო შესაძლებელია. რუსთაველის გამზირზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ მიტინგზე დადგნენ, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ლოგისტიკურადაც კი, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ სითავხედეს. ფაქტია, რომ ეს უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე დღეს ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს.
ჩვენ ამის პირველი განგაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ გვქონდა, როდესაც პირველად დავინახეთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი დონორი შეთანხმებულად მოქმედებდნენ არჩევნების შედეგების გასაყალბებლად, ვგულისხმობ ISFED-ს და USAID-ს, რომლებმაც, დადასტურებულად ვიცით, რომ ორივე გვიმალავდა სიმართლეს და ყალბ, პარალელური დათვლის შედეგებს ახვევდა თავს საზოგადოებას.
ჩვენ შანსი მივეცით არასამთავრობოებსაც და დონორებსაც, რომ გამჭირვალობაზე თავად ეზრუნათ, რაც არ გააკეთეს და შემდეგ არასაკანონმდებლო რეგულაცია გახდა საჭირო, თუმცა ყველაფერს ფარდა ახადა აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ინაგურაციის დღესვე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ეხებოდა ამერიკული უცხოური დახმარების შეკვეცას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1771692482
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან“, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა
ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შ...
1771691014
საზოგადოებაგამსახურდია: დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი - ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველო ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია
დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი, ზოგიერთებს ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა...
1771690313
სპორტიხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია
ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. თბილისი იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირ...
1771688179
საზოგადოებაანანიძე კვარაცხელიას მკვლელობაზე: სულხან თამაზაშვილი იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი არიან მისი, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის პერიოდში
სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან...
1771686115
მსოფლიომელონი და მაკრონი საფრანგეთში 23 წლის აქტივისტის დაღუპვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი საფრანგეთში მემარჯვენე აქტივისტის, 23 წლის ახალგაზრდა კაცის დაღუპვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ევროკავშირის დონეზე...


























