ანანიძე კვარაცხელიას მკვლელობაზე: სულხან თამაზაშვილი იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი არიან მისი, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის პერიოდში
სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც საუბარია, თითქოს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძესთან კონტაქტზე იმყოფებოდა.
ანანიძის განცხადებით, სულხან თამაზაშვილის თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირები, ხოლო, ორგანიზატორებს, სხვა დანაშაულის ჩადენისთვისაც წარედგინათ ბრალდება, შესაბამისად, ეს ფაქტები ცალსახადა გამორიცხავს თამაზაშვილის მხრიდან ბრალდებულების მფარველობას.
"სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა.დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი არიან მისი, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის, პერიოდში. ამავე პერიოდში აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორებს სხვა დანაშაულის ჩადენისთვისაც წარედგინათ ბრალი.ეს ფაქტები ცალსახად გამორიცხავს თამაზაშვილის მხრიდან ბრალდებულების მფარველობას.შესაბამისად, მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელის მიერ ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული წერილი მხოლოდ ბრაზის კვალია და კიდევ ერთხელ გვახსენებს ანდაზას - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“," - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
1771684593
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ევროპასთან ურთიერთობაზე: დიდი სურვილი გვაქვს, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა თანასწორ საწყისებზე უნდა იყოს - არ შეიძლება, რაღაც სიყალბე შემოგაჩეჩონ და ქვეყანაში კვებონ რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობი...
1771682952
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი: პრემიერ-მინისტრის თითოეული ინიციატივა ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და ქვეყნის წინსვლაზე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავი...
1771681725
მსოფლიოპიტერ სიიარტო: ბრიუსელთან კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ, - „არა ომს, არა მიგრაციას და არა გენდერულ პროპაგანდას“
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ უნგრეთის მთავრობა ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ხოლო ევროკავშირს ეს არ მოსწ...
1771679244
სპორტიბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ესპანეთი დაამარცხეს
6 ლელო და დამარცხებული ესპანეთის ნაკრები - „ბორჯღალოსნებმა“ 42-30 გაიმარჯვეს. მათ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალის საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
1771677488
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შესახებ პირველად ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ...



























