შალვა პაპუაშვილი გია ნოდიას: ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, შეგახსენებთ, თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული
ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, არ შეიძლება არ შეგახსენოთ, რომ თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი გია ნოდიას გაცხადებას გამოეხმაურა.
„ვინაიდან თქვენ ახსენეთ „იმედი“ და მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, არ შეიძლება არ შეგახსენოთ ერთი რამ. როდესაც „იმედზე“ საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ. თუ გაყალბებაზეა საუბარი, იმ არჩევნებზე რა კითხვები იყო, კი გეცოდინებათ, მაშინ დამკვირვებელი იყავით თუ არ ვცდები არჩევნების. ასე რომ ალბათ აქ [განცხადებებში] უფრო მორიდებული უნდა ყოფილიყავით“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ გია ნოდიას.
გია ნოდიამ საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ არ გაჰკვირვებია, როდესაც უამრავმა ადამიანმა უარი თქვა დებატებში მისვლაზე, თავადაც ყოყმანობდა, რადგან „იმედი“ „მთავრობის ჯიბის ტელევიზიაა“.
1771694031
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს
უცხოურ გავლენებსა და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, სჭირდება გამჭვირვალობა და რეგულაცია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1771692482
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან“, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა
ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შ...
1771691014
საზოგადოებაგამსახურდია: დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი - ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველო ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია
დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი, ზოგიერთებს ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა...
1771690313
სპორტიხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია
ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. თბილისი იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირ...
1771688179
საზოგადოებაანანიძე კვარაცხელიას მკვლელობაზე: სულხან თამაზაშვილი იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი არიან მისი, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის პერიოდში
სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან...


























