შალვა პაპუაშვილი ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის, რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით-მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ სასამართლო პროცესმა აჩვენა, რომ ევროპაში არ მუშაობს სამართლებრივი მექანიზმები, თუკი საქმეში პოლიტიკური ინტერესი არსებობს.
„ეს არის ნათელი დასტური, რომ იყო პირდაპირი პოლიტიკური მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა, იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ. წლების განმავლობაში ამ ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას ცდილობდნენ. ასე რომ, ეს არის ფაქტი - დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის, რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით-მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ზეწოლა არ შეწყდება მანამ, სანამ არ გააცნობიერებენ, რომ სასურველ პოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწევენ და ამ ზეწოლის ერთ-ერთ ბერკეტად სანქციები დაასახელა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუწესა შემდეგი დასაბუთებით - „რუსეთის სასარგებლო ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“, რაც პაპუაშვილისთვის „სისულელეა“ და „არაფორმალური მმართველობის ქვეშ“ მყოფი ადმინისტრაციისგან მოსალოდნელიც იყო.
„ამ ადმინისტრაციის ხელით დააწესეს სანქციები და შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილზე, მათ შორის უშუალოდ მითითებით, რომ ამ კონკრეტულ თანხას ეხება ეს ყველაფერი და მაშინაც კი, თუკი დადასტურდება, რომ ეს ავაზაკობა იყო ევროპის კონტინენტზე, რამენაირად შეზღუდონ თანხებზე წვდომა. ასე რომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, იყო კიდევაც განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად აქვს იმის მოლოდინი, სანამ არ გადაიაზრებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, რომ ამ წვდომას უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ბრიუსელი სანქციებს იმიტომ იყენებს, რომ მათ დაწესებას არც სასამართლო კონტროლი და არც რაიმე დასაბუთება სჭირდება.
„გამოვა რომელიღაც ერთი ბიუროკრატი და კალმისტრის ერთი მოსმით გადაწყვეტს ამ საკითხს ისე, რომ ვერაფერს იზამს ადამიანი. ისე აქრობენ ადამიანს ეკონომიკური ურთიერთობიდან, თვალს არ დაახამხამებენ. სხვათა შორის, ეკონომიკური სანქციები არის სისხლის სამართლის სასჯელის ტოლი გარკვეული მექანიზმი, როდესაც ადამიანს უზღუდავენ, მაგალითად, საბანკო მომსახურებაზე წვდომას და ეს არის აბსოლუტური თვითნებობა. ეს ხალხი შემდეგ რაიმე ღირებულებებზე რომ საუბრობს, რა თქმა უნდა, სასაცილოა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.
1764060756
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს - ესენია 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს, ესენია 6.5-მილიარდიანი ინვეს...
1764057186
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, ის ამის რეკლამირებას ცდილობს, მაგრამ როდესაც დამალვას იწყებს, აქ უკვე კითხვაც აღარ რჩება
„როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, პირიქით ის ცდილობს ამას რეკლამირება გაუკეთოს“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოად...
1764055178
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა მოგებულ თანხაზე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს
„ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა [მოგებულ თანხაზე], ეს ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს“, - განაცხადა „ქრო...
1764053144
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2005 წელს დაბადებული გ.ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულ...
1764052603
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდე...

























