შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს - ესენია 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს, ესენია 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერი ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.
„ორ თემასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ აქვს ინტერპელაციაზე დაყენებული საკითხები. ერთი ეხება 6,5-მილიარდიან ინვესტიციას და Eagle Hills-თან ერთად განსახორციელებელ პროექტს. ყველა საკითხი, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, რეალური თუ არარეალური, ყველა ეს კითხვა წარმოდგენილია ამ ინტერპელაციაში და პრემიერ-მინისტრი ყველა ამ კითხვას პასუხს გასცემს.
მეორე საკითხი გახლავთ უმაღლესი განათლების რეფორმა და ამასთან დაკავშირებითაც ექნება დეტალური საუბარი პრემიერს. პროცედურები არის ასეთი, კითხვები გაგზავნილია ინტერპელაციის წესით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უპასუხებს, თუმცა ადგილზეც აქვთ შესაძლებლობა ფრაქციებს, მათ შორის ოპოზიციურ ფრაქციებსაც, დასვან 2-2 ზეპირი შეკითხვა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 26 ნოემბერს მოუსმენს.
1764061374
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „დრამაქუინობს“ ზურა გირჩი ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ შესთავაზეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება და ახედა ცას, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა
შალვა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, თითქოს ზურა გირჩი ჯაფარიძეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება შესთავაზეს, რაზედაც მან უარი თქვა. პარლამენტის თავმჯდომარე განმარ...
1764059864
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის, რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით-მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ სასა...
1764057186
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, ის ამის რეკლამირებას ცდილობს, მაგრამ როდესაც დამალვას იწყებს, აქ უკვე კითხვაც აღარ რჩება
„როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, პირიქით ის ცდილობს ამას რეკლამირება გაუკეთოს“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოად...
1764055178
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა მოგებულ თანხაზე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს
„ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა [მოგებულ თანხაზე], ეს ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს“, - განაცხადა „ქრო...
1764053144
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2005 წელს დაბადებული გ.ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულ...

























