შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა პირობებით იქნება მშვიდობა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის

პირველი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, რა პირობებით იქნება ეს მშვიდობა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის.

„ის 28 პუნქტიანი საკითხები რაც ვნახეთ, ძირითადად მთელი სიმძიმე მდგომარეობის არის იმაში, რომ რეალურად ეს არის სტამბოლში 2022 წლის მარტ-აპრილში, წინასწარ შეთანხმებული საკითხები რაც იყო, ან წარმოდგენილი საკითხები რაც იყო, მინიმუმ იმის გამეორებაა. რიგ ნაწილებში უარესი პირობებია, მათ შორის, მაგალითად ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით. ასე, რომ სამ წელიდან ნახევრის წინ, 2022 წლის მარტში რაც იყო მდგომარეობა და შეთანხმების საფუძველი, სამ წელიწად ნახევრის თავზე ზუსტად იგივე არის საფუძველი შეთანხმებისა, რის გარშემოც მიდის საუბარი. სხვაობა არის ასობით ათასი სამხედრო, ასობით ათასი სამოქალაქო პირი, რომელიც დაიღუპა ამასობაში.

ის პირობები შეთანხმებისა, რომელიც დღეს არის და რომლის გარშემოც მიდის საუბარი, ყველა მხარეს აქვს იმედი, რომ შეთანხმება შედგება, მათ შორის ვხედავთ რომ უკრაინა არის ოპტიმისტურად განწყობილი, ის საკითხები ერთი-ერთში იმეორებს იმას, რაც იყო სტამბოლში ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში. გახსოვთ თქვენ, პარაფირებულ იქნა უკრაინის მხარის მხრიდან და გახსოვთ თქვენ უკრაინელი დეპუტატის, არახამიას განცხადება, რომ უკრაინისთვის მისაღები იყო მაშინ ის შეთანხმება. ბორის ჯონსონი ჩავიდა და ევროპელების ჩარევით ჩაიშალა მაშინდელი შეთანხმება. ეს არის არახამიას განცხადება. ასე, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰკითხონ, რა მოხდა მაშინ, 2022 წლის მარტში. გავიდა სამ ნახევარი წელიწადი, ასობით ათასობით ადამიანი დაიღუპა, სამხედრო, სამოქალაქო პირი, ქალი, ბავშვი და სამ ნახევარი წლის თავზე ისევ იგივე ევროპელები, ისევ იგივე მხარე სხედან და იგივე საკითხები არის საფუძველი შეთანხმების.

ასე, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მძიმე, აღმოჩნდეს შემდეგ, რომ სამ წელიწად ნახევრის თავზე თურმე სტამბოლის შეთანხმების პირობებია გამეორებული და ის, რაც შესაძლოა მომხდარიყო სამი წლის წინ, სამწლიანი განსხვავებით და ასობით ათასი ადამიანის დაღუპვის შემდეგ იყო შეთანხმებული. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის ცუდსა და უარესს შორის არჩევანი, თუმცა, რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. უბრალოდ, ამ მდგომარეობაში არის დღეს უკრაინის ხელისუფლება, რომ მას არც მშვიდობა შეუძლია და არც ომი. ომისთვის ვხედავთ უკვე, რომ არის სკეპტიციზმი, მათ შორის აშშ-ს მხრიდან რომ გააგრძელოს დახმარება და ამ დახმარების გარეშე რთულია გააგრძელოს ომი. ეს ნიშნავს მეტ სისხლის ღვრას უკრაინაში და მშვიდობაც რთულია, ვინაიდან მოსახლეობისთვის ასახსნელია, რომ ეს სამი წელი, თუკი იგივე პირობებია, რაც სტამბოლის შეთანხმების დროს უნდა ყოფილიყო, მაშინ რა ომი იყო მთლიანად ამ სამი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764062215

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ზაფხულში ჩვენ ვუმასპინძლებთ PABCEC-ს და შესაძლებლობა გვექნება შევაჯამოთ ჩვენი თავმჯდომარეობის შედეგები

„მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს“, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პა...

შალვა პაპუაშვილი

1764062164

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ

ჩამოყალიბდეს ნატოს რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ქართველი ხალხი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ლამაზი სიტყვები დაიჯეროს, - განუცხადა პარლამე...

შალვა პაპუაშვილ

1764061374

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „დრამაქუინობს“ ზურა გირჩი ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ შესთავაზეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება და ახედა ცას, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა

შალვა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, თითქოს ზურა გირჩი ჯაფარიძეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება შესთავაზეს, რაზედაც მან უარი თქვა. პარლამენტის თავმჯდომარე განმარ...

შალვა პაპუაშვილი

1764060756

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს - ესენია 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს, ესენია 6.5-მილიარდიანი ინვეს...

შალვა პაპუაშვილი

1764059864

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის, რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით-მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ სასა...

შალვა პაპუაშვილი