შალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ
ჩამოყალიბდეს ნატოს რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ქართველი ხალხი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ლამაზი სიტყვები დაიჯეროს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პაპუაშვილი მარკ რუტეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანა, თქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება.
„თუ მიამიტობაზეა საუბარი, ქართველი ხალხი აღარ არის უკვე მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ. ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა. მგონი ძალიან კარგად ხედავს ქართველი ხალხი რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს თქვე ს[ნატო-მ] კარი ღიააო, იმის შემდეგ 17 წელი გავიდა და საქართველომ ყველაფერი გააკეთა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო დაახლოების მხრივ და ისე პირდაპირ ომებში შესვლით და ბრძოლებით ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ. ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, გაუგებრობაში და ბუნდოვანებაში აყენებენ საქართველოს.
ბატონი რუტე რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და რომლის პრემიერ-მინისტრიც იყო, იმ ქვეყანაზე ათჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზეა. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ნატოს წევრი იყოს. საქართველოს არათუ სურვილი აქვს გამოთქმული, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი ეს საკითხი, თუმცა ვხედავთ, რომ ვიღაცას აწყობს, რომ საქართველო იქნება ეს, უკრაინა, თუ სხვა ასეთი ქვეყანა, ჰყავდეს რაღაც ლიბოში - არც იქით, არც აქეთ, შუაში გაჭედილი. ეს სინამდვილეში უფრო ზრდის ჩვენი უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ნატომ უკრაინა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ მიიღო წევრად.
„ვხედავთ მათ შორის უკრაინის მაგალითზე. როდესაც ომი იწყებოდა 2022 წელს, გამოვიდა მაშინ პრეზიდენტი ზელენსკი და თქვა - ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ გვიღებთ ამ ნატოში, თუ არაო. არც „ხო“ უთხრეს და არც „არა“. როგორც თავსებადობით, ისე ინსტიტუციურად, ყველა საკითხით, ნატოს წევრ 7-8 ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრებით, გინდა დემოკრატიული განვითარებით, ინსტიტუციური განვითარებით, მმართველობით, ანტიკორუფციული მდგომარეობით და ა.შ.
ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ქართველი ხალხი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ლამაზი სიტყვები დაიჯეროს. არანაირი ღია კარი და მიპატიჟება არ უნდა - უნდა გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1764061374
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „დრამაქუინობს“ ზურა გირჩი ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ შესთავაზეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება და ახედა ცას, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა
შალვა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, თითქოს ზურა გირჩი ჯაფარიძეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება შესთავაზეს, რაზედაც მან უარი თქვა. პარლამენტის თავმჯდომარე განმარ...
1764060756
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს - ესენია 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს, ესენია 6.5-მილიარდიანი ინვეს...
1764059864
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის, რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით-მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ სასა...
1764057186
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, ის ამის რეკლამირებას ცდილობს, მაგრამ როდესაც დამალვას იწყებს, აქ უკვე კითხვაც აღარ რჩება
„როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, პირიქით ის ცდილობს ამას რეკლამირება გაუკეთოს“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოად...
1764055178
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა მოგებულ თანხაზე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს
„ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა [მოგებულ თანხაზე], ეს ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს“, - განაცხადა „ქრო...

























