თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, ის ამის რეკლამირებას ცდილობს, მაგრამ როდესაც დამალვას იწყებს, აქ უკვე კითხვაც აღარ რჩება
„როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, პირიქით ის ცდილობს ამას რეკლამირება გაუკეთოს“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა „იმედის კვირის“ ექსკლუზივს, რომლის მიხედვითაც, ბოლო ათ თვეში ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან ონლაინ მედია პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, თითქმის 18 მილიონამდე ლარი ჩაირიცხა.
„ნებისმიერი სქემა, რომელიც ქართულ კანონმდებლობას არ პასუხობს, ის არის კანონის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. თვითონ ევროკომისარმა კოსმა თქვა, რომ გზებს ეძებს ამის გასაკეთებლად, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით და რა თქმა უნდა ეს მილიონები კეთილშობილურ საქმეებს ვერ მოხმარდება, იმიტომ რომ როდესაც რაიმე ორგანიზაცია ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, პირიქით ის ცდილობს ამას რეკლამირება გაუკეთოს, მაგრამ როდესაც ამის დამალვას იწყებს, უკვე კითხვაც აღარ რჩება. ნათელია, რომ ამას იყენებს დესტაბილიზაციისთვის, სხვა არაკანონიერი ქმედებისთვის. როგორ შეიძლება ეს დაიჯეროს ვინმემ, რომ 18 მილიონი შეაგროვა ხალხმა და გადასცა მათთვის სრულიად არაცნობილ ორგანიზაციებს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა დოკუმენტები, გაშიფრული მასშტაბური სქემისა, თუ როგორ მოქმედებენ ონლაინ მედიები ხელოვნური პროტესტის შენარჩუნებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად როგორ ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, საკუთარი ვებ-გვერდების, სოციალური ქსელების თუ სხვა მედიასაშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სასურველი ფარული გავლენის კამპანიების და სხვა ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო ღონისძიებისთვის, „ჯიპას უნივერსიტეტის’’ ჩართულობით საქართველოში შექმნილია 800-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი, ონლაინ-მედიებისა და ე.წ გამომძიებელი ჟურნალისტებისგან შემდგარი ქსელი. ისინი სპეცსამსახურების დამუშავებული გეგმის მიხედვით ფუნქციონირებენ.
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























