შალვა პაპუაშვილი: „დრამაქუინობს“ ზურა გირჩი ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ შესთავაზეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება და ახედა ცას, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა

შალვა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, თითქოს ზურა გირჩი ჯაფარიძეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება შესთავაზეს, რაზედაც მან უარი თქვა.

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ციხეში გატარებული გარკვეული დროის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით მიმართვის უფლება ყველა პატიმარს აქვს, ჯაფარიძემ კი ამ უფლებით არ ისარგებლა.

„ზოგადად, რაც ამ პიროვნების გარშემო ტრიალებს არის ტრაგედია უგმიროდ. ძალიან უნდა გმირობა, მაგრამ ამის არც ადამიანური რესურსი ჰყოფნის, არც პირობები აქვს იმისთვის, რომ თავი გმირად წარმოაჩინოს. გახსოვთ, მისი დაკავების დღე, ის თეატრალური დრამა, რაც დადგა, თითქოს მოხდა მსოფლიო ტრაგედია იმის გამო, რომ დააკავეს. ახლაც იგივეა - „დრამაქვინობს“ ზურა გირჩი ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ შესთავაზეს [საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება] და ახედა ცას, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა ამ ყველაფერზე. სამარცხვინოა ის, თუ როგორ ცდილობს „დრამაქვინობით“ გმირად წარმოაჩინოს თავი. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც ნებისმიერ პატიმარს ეხება - გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ შეუძლია მიმართოს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. არავითარი უფლება არ აქვს გათავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლია მიმართოს და შემდეგ გადაწყვეტილება თითოეულ პატიმართან დაკავშირებით ინდივიდუალურად მიიღება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764060756

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს - ესენია 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს, ესენია 6.5-მილიარდიანი ინვეს...

შალვა პაპუაშვილი

1764059864

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის, რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით-მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ სასა...

შალვა პაპუაშვილი

1764057186

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, ის ამის რეკლამირებას ცდილობს, მაგრამ როდესაც დამალვას იწყებს, აქ უკვე კითხვაც აღარ რჩება

„როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, პირიქით ის ცდილობს ამას რეკლამირება გაუკეთოს“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოად...

თენგიზ შარმანაშვილი

1764055178

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა მოგებულ თანხაზე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს

„ნებისმიერ შემთხვევაში, ექნება თუ არა წვდომა [მოგებულ თანხაზე], ეს ოჯახი თავის საქველმოქმედო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობას საკუთარი სამშობლოს სამსახურში ბუნებრივია აგრძელებს“, - განაცხადა „ქრო...

დავით მათიკაშვილი

1764053144

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2005 წელს დაბადებული გ.ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულ...

შიდა ქართლი