შალვა პაპუაშვილი: მილიონ ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა. ვცდილობდით, სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა

ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდა, ვისმენდით თუ როგორ აფასებენ მის ღვაწლს, როგორ სცემენ პატივს მის წვლილს ქრისტიანულ სამყაროში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პატრიარქთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მილიონ ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა.

„ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი შეეცადა ჩვენი პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან თავისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, გვაჩვენა, მაგალითად დაგვისახა. ამის მოწმენი გავხდით ყველანი, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა. ეს იყო მომენტი, როდესაც მთელი ერი იყო ერთიანი ამ მწუხარებაში და ყველა ვცდილობდით, რომ ჩვენი უმცირესი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ის სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა.

ვნახეთ ასევე ეკლესიური ერთობა, რელიგიებს შორის ერთობა, როდესაც როგორც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების, ისე ზოგადად ყველასგან, ვინც საქართველოს, მის ეკლესიას, მის პატრიარქს იცნობდა, მწუხარების სიტყვები მოვისმინეთ. მართლაც ისტორიული პიროვნება იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის. ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდა, ვისმენდით თუ როგორ აფასებენ მის ღვაწლს, როგორ სცემენ პატივს მის წვლილს ქრისტიანულ სამყაროში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774339695

საზოგადოება

აშშ-ს საელჩო: 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდათოთხმეტი წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც საელჩო აღნიშნავს, 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა...

აშშ საელჩო

1774338344

სპორტი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები სიონში ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან. სიონის ტაძარში იმყოფებიან ხვიჩა კვარაცხელი...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

1774338078

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად

არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პროქართველობისა, ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული, – ამის შესახებ პარლამენტის თ...

 შალვა პაპუაშვილი

1774337159

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, გულითადად გილოცავთ რამადან-ბაირამს. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის ურთულეს პერიოდში პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ

მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, ამ ურთულეს პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ, - წერს პარლამენტის თავმჯდომა...

შალვა პაპუაშვილი

1774336578

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო სავარაუდოდ ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს, წლიური 5.1%-ით“, -...

ირაკლი კობახიძე