შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება

ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთი ლუსტრირებაა იმისა, რომ „ენჯეოები“ მოქმედებენ გარე ძალების დავალებებით.

„შეგახსენებთ, რომ ეკა გიგაური გახლავთ ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამითაც თავისი თავის სრული ლუსტრაცია გააკეთეს. ისინი ფორმალურადაც დღეს უკვე არიან უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ჯგუფები. სინამდვილეში აქ ახალი არაფერია. ვისაც საქართველოს ისტორია კარგად აქვს ნასწავლი, ასე ხდებოდა ისტორიულად ყოველთვის. სხვადასხვა ქვეყნის, იმპერიების თუ ა.შ. დედაქალაქებში ჩადიოდნენ ქართველები იმისთვის, რომ მოეპოვებინათ მხარდაჭერა საქართველოში ხელისუფლებაში მოსასვლელად. ყველაზე ახლო წარსულში ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მოსკოვში გარბოდნენ ქართველები, რომ სხვადასხვა თანამდებობები მიეღოთ და ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. დღეს ზოგიერთისთვის ეს არის ჰააგა და ბრიუსელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის იყო ეკა გიგაური, რომელმაც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775207861

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას

ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტ...

შალვა პაპუაშვილი

1775206073

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში

მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი...

შალვა პაპუაშვილი

1775205582

საზოგადოება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და მღვდელმთავრები პროცედურულ საკითხებს განიხი...

 საქართველოს საპატრიარქოშ

1775204715

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ

იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ, - ამის შესა...

შალვა პაპუაშვილი

1775203789

საზოგადოება

„ასეთ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - ასეთივე ვითარებაა ამ ეტაპზე პროგრამის მოქმედების არეალის სხვა მუნიციპალიტეტებშიც“ - ლაშა გეგეჭკორი ვიდეოს აქვეყნებს

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის...

ლაშა გეგეჭკორი