შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს - ვადასტურებ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ ჩვენს ერთგულებას
ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელი დღე განსაკუთრებული შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ მუსტაფა ქემალ ათათურქისა და ყველა იმ ადამიანის ხედვას, რომლებმაც თქვენს დიდებულ სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა.
მისი თქმით, მათმა შორსმჭვრეტელობამ და პროგრესის მიღწევის მისწრაფებამ, ასევე, მათ მიერ დამკვიდრებულმა პრინციპებმა - სუვერენიტეტი, თანამედროვე მმართველობა და წინსვლის სულისკვეთება - ქვეყნის ტრანსფორმაცია მოახდინა და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.
„თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
სულ უფრო კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის. ერთმანეთის დამოუკიდებლობის პატივისცემა, რაც, დემოკრატიული არჩევნების გზით, ჩვენი ხალხების ნებაში გამოიხატება, ყოველთვის იყო თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ქვაკუთხედი. სუვერენიტეტი და სახალხო დემოკრატიის პატივისცემა დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი უნდა იყოს, რადგან სუვერენიტეტი ხალხის ნების ძირითადი გამოხატულებაა, რაც თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული ლეგიტიმაციის მთავარი წყაროა.
საქართველო და თურქეთი რესპუბლიკებია და თავად ტერმინი „რესპუბლიკა“ ასახავს მის მთავარ პრინციპს - ხალხის საერთო საქმეს, საერთო ამოცანას და არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს რესპუბლიკის გადაწყვეტილებებში. სახალხო სუვერენიტეტის დამხობის ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის სულისკვეთებას,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
,,ჩვენი ქვეყნების პარლამენტები ჩვენი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ქვაკუთხედია. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს კოლეგებთან თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეიდან საპარლამენტო კავშირების გაღრმავებას. წელს, ივნისში, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ვესტუმრე. ჩემს კოლეგასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის კონსტრუქციული, გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგა მალე ეწვევა საქართველოს.
საქართველო და თურქეთი ერთად ქმნიან შესაძლებლობების ისტორიულ დერეფანს, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს და სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ განახლებული ოპტიმიზმით ვუყურებთ ჩვენს რეგიონს, რადგან ვხედავთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების გზაზე პროგრესის ნიშნებს, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივებს და ამ ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნას. ჩვენ, ასევე, მივესალმებით თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზების პროცესში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს.
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს. გვჯერა, რომ სტაბილური, მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია ახალ შესაძლებლობებს შექმნის მეტი დაკავშირებადობის, ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი გაცვლებისთვის.
საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს.
თურქ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და მზარდ წარმატებას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ ჩვენს ერთგულებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1761770421
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები
„ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმ...
1761769862
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!
„როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, რომ ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ სადღაც, რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!“- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშ...
1761769820
საზოგადოებაპრემიერი: ქვეყანა უნდა დავასვენოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ და ზუსტად ამას ემსახურება სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული
ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...
1761769326
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გახარიას პარტიას რომ უარი ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი
გახარიას პარტიას რომ უარი ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინა, რაც მანამდე იყო - როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია ა...
1761768407
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი
რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმე...


























