წულუკიანი ვახტანგ მეგრელიშვილს: დისკუსიის სიმწვავის ხარისხი, რომელიც თქვენ არ გაკმაყოფილებთ პარლამენტში არის მხოლოდ და მხოლოდ იმ დესტრუქციული პარტიების ბრალი, რომლებმაც საკუთარ მანდატსა და ამომრჩეველზე უარი თქვეს
ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია. ერთადერთი, რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, სახეზეა. ალბათ თქვენ პლენარულ სხდომებს არ უსმენთ, ეს არის გიორგი გახარიას პარტია, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ერთპარტიული უწოდა.
როგორც თეა წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი -დებატები“ აღნიშნა, გიორგი გახარიას პარტია არის რადიკალური, დესტრუქციული ძალა.
„მე მათ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრთა დავარქვი. ეს პარტია არსებობს ფრაქციის სახით და მწვავე რიტორიკაც აქვთ (ჩემთვის უშნაარსო). ასევე პარლამენტში არის „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“. ამიტომ, ვერც შინაარსობრივად და ვერც ფორმის მხრივ ვერ დავარქმევთ ამ პარლამენტს ერთპარტიულს.
ამ პარლამენტში უფრო კარგი და მწვავე დისკუსიების შექმნა შეიძლება, მაგრამ ამას მე და ლევან მახაშვილი ვერ შევქმნით, ეს უნდა შექმნას იმ ოპოზიციამ, რომელმაც არაერთმა პარტიამ, სრულიად უპასუხისმგებლოდ, გარედან დავალებით, არ ისურვეს პარლამენტში შემოსვლას.
ჩვენ მათ რამეს კი არ ვაკრიტიკებთ, ვამბობთ ფაქტს, რომ კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიმართ ვერ იქნება, რადგან ერთპარტიულ პარლამენტს ჩვენ კი არ ვქმნით, დისკუსიის სიმწვავის ხარისხი, რომელიც თქვენ არ გაკმაყოფილებთ პარლამენტში არის მხოლოდ და მხოლოდ იმ დესტრუქციული პარტიების ბრალი, რომელბმაც საკუთარ მანდატსა და ამომრჩეველზე უარი თქვეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
1780759869
საზოგადოებაკოტე ჟღენტი: როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება
როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარ...
1780758262
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ
ვხედავთ, რომ გარე დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა და ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარე მმართველობა და სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული 20...
1780756317
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ვხედავთ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელსაც სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით
ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრუ...
1780754999
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან
როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან, - განაცხადა იურიდ...
1780752342
მსოფლიოთურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ - ერთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთის დროში ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს. თურქული მხარის მტკიცებით, გემი სახელწოდებით Duru67 რუსეთი...



























