თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. შევძელით, მტკივნეული რეფორმის და მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი

თქვენთვის ცნობილია, რომ მე ჯერ კიდევ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის რანგში პირადად ვიყავი ჩართული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიზნით საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმატორულ პროცესში, ბატონი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგ სხვადასხვა პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით და ეს გაგრძელდა 2020 წლამდე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ.

„ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა ჩვენი ერისთვის, როგორც ეს არის ქართველი ერის ისტორიული არჩევანი, ალბათ ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველაზე ხელშესახები შედეგი ევროკავშირთან და ევროპულ სივრცესთან დაახლოების, ეს არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს რეჟიმი სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი ძალისხმევის შედეგად მოუტანა ქართველ ხალხს.

ამის შემდეგ უკვე კონსტიტუციაში იწერება 78-ე მუხლი, ირაკლი კობახიძის თაოსნობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიაში, მისი მუშაობის შედეგად და იწერება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წიაღში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დადგა რაღაც მომენტი, როდესაც ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის.

„ეს წითელი ხაზი როგორც კი გადაილახა, ჩვენ აღმოვჩნდით არა თანამშრომლობის, არამედ თავდასხმის რეჟიმში. მე ან ვიყავი უშუალო მოწმე ამ ყოველივესი და უხშირეს შემთხვევაში თავად შემსრულებელი თუ ამსრულებელი იმ ევროპული პოლიტიკის, ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ მთავრობის ეგიდის ქვეშ და ვსაუბრობ პირველწყაროდან“, - განმარტა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780759869

საზოგადოება

კოტე ჟღენტი: როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება

როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარ...

კოტე ჟღენტი

1780758262

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ

ვხედავთ, რომ გარე დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა და ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარე მმართველობა და სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული 20...

არჩილ გორდულაძე

1780756317

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელსაც სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრუ...

არჩილ გორდულაძე

1780754999

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან

როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან, - განაცხადა იურიდ...

არჩილ გორდულაძე

1780752342

მსოფლიო

თურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ - ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის დროში ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს. თურქული მხარის მტკიცებით, გემი სახელწოდებით Duru67 რუსეთი...

თურქული გემ